მთავარისიახლეებიპოლიტიკააზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში...

აზერბაიჯანში ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა

Published on

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დაიწყო.
 
 
პრეზიდენტის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ვიზიტის მიზანია აზერბაიჯანთან, როგორც მეზობელ სახელმწიფოსთან, სტრატეგიული პარტნიორობის გაგრძელება და განვითარება, პოლიტიკურ-ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებასთან ერთად, პრიორიტეტული იქნება ასევე კულტურული ურთიერთობების განვითარებაც.
 
ბაქოში, ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტს დახვდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნადირ ჰუსეინ ზადე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი.
 
საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ბაქოში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის სასახლეში ,,ზაგულბა“ გაიმართა.
 
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ერთად, პატივი მიაგო აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშას და აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა აზერბაიჯანის საპატიო ყარაულს. შესრულდა საქრთველოს და აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნები.
დახვედრის ცერემონიის ფარგლებში, გაიმართა სახელმწიფო დელეგაციების წარდგენისა და მისალმების ოფიციალური ცერემონია.
 

 
სალომე ზურაბიშვილი შეხვედრებს გამართავს ასევე, პირველ ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.
 
აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ქართველ სტუდენტებთან, წარმატებული ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დიასპორასთან.
 
საქართველოს პრეზიდენტი ასევე ეწვევა აზერბაიჯანის რამდენიმე მუნიციპალიტეტს, კახს, ზაქათალას და ბელაქანს, სადაც ეთნიკური ქართველი აზერბაიჯანის მოქალაქეები ცხოვრობენ.
 
 

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...