მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია კობა გვენეტაძეს: ,,პოლიტიკური უტიფრობაა", იმის დამადლება, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედით....

ოპოზიცია კობა გვენეტაძეს: ,,პოლიტიკური უტიფრობაა”, იმის დამადლება, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედით. ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ. აქ დარჩებით მანამ, სანამ პასუხს არ გასცემთ ყველა ჩვენს შეკითხვას”

Published on

კობა გვენეტაძის განცხადებას, რომ „თიბისი-სთან“ დაკავშირებული საკითხის ასეთ სიტუაციაში განხილვა არ არის მართებული" ,  დღეს პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, ოპოზიციის მწვავე რეაქცია მოყვა. .
 
 
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, "კობა გვენეტაძე, ივანიშვილს დაქვემდებარებული პირი არ არის, შესაბამისად, ის ვალდებულია "თიბისი ბანკის" შესახებ საზოგადოებას ამომწურავი პასუხი გასცეს. 
 
"ვერ ხვდებით სად იმყოფებით ახლა?! თქვენ ესაუბრებით ხალხის არჩეულ წარმომადგენლებს. რომლებიც ცდილობენ გაერკვიონ რა ხდება ჩვენს სახელმწიფოში. როგორც ჩანს, თქვენს დაქვემდებარებაში მყოფი ორგანო გამოიყენება სახალხო ინტერესების წინააღმდეგ. ვალს ნუ გვადებთ აქ რომ ხართ, მადლობა გვითხარით, რომ შესაძლებლობას გაძლევთ აუხსნათ საზოგადოებას რა ხდება ჩვენს თავს"- მიმართა დეპუტატმა ეროვნული ბანკის ხელმძღვანელს. 
 
მისი თქმით, სხდომის გარკვეული ნაწილის დახურვა შესაძლებელია, თუმცა გვენეტაძემ ყველა კითხვას უნდა გასცეს პასუხი. 
"რომ განიხილავდით იმას, აქ არ მოსულიყავით, ეს ნიშნავს იმას, რომ ვერ აცნობიერებთ რა პოზიცია გიკავით და ვის წინაშე ხართ ანგარიშვალდებული. ანგარიშვალდებული ხართ პარლამენტის წინაშე, როგორც გამტარი რგოლის ქართველ ხალხთან, რომელიც გიხდით ხელფასს. ბიძინასთან დაქვემდებარებული ვიღაც საჯარო მოხელე არ ხართ, ქართველ ხალხს და სახელმწიფოს უნდა ემსახუროთ. ძალიან გთხოვთ, ტონი შეარჩიოთ. აქ დარჩებით მანამ, სანამ პასუხს არ გასცემთ ყველა ჩ ვენს შეკითხვას"- მიმართა სამადაშვილმა გვენეტაძეს.
 
"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გვენეტაძეს მიმართა, რომ ის არ წყვეტს ვინ რა თემებზე უნდა ისაუბროს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა "ნუ ამადლის დეპუტატებს, იმას, რომ კანონით გათვალისწინებული მოვალეობა შეასრულა და კომიტეტზე მოვიდა". 
"თქვენ არ წყვეტთ აქ, ვინ უნდა ისაუბროს. თავმჯდომარე წყვეტს. მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ვინმე კანონის ვალდებულებას ასრულებს?! დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას უფლება აქვს ილაპარაკოს, დიდი მადლობა, რომ ოპოზიციას კითხვების დასმის უფლება გვაქვს. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას რომ ვარსებობთ"- თქვა ბოკერიამ. 
 
მისი თქმით "პოლიტიკური უტიფრობაა", იმის დამადლება, რომ გვენეტაძე საკნონმდებლო ორგანოში მოვიდა. "თქვენი მოსაზრებები, რა არის კარგი ბანკისთვის და რა არა, დაიტოვეთ თქვენთვის. ეს სულისკვეთება დაივიწყეთ, ვალდებული ხართ მობრძანდეთ"- მიმართა მან გვენეტაძეს. 

სიახლეები

ნანა სანდერი ციხეს რამდენიმე დღეში დატოვებს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ ნანა სანდერს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. სასჯელის სახით მას 1 წლითა...

გეკა გელაძე შსს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა

გეკა გელაძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ"...

პრაქტიკულად რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებას ვუახლოვდებით-ფიფია

პუტინისტი ბიზნესმენი და ღიად პრორუსული პარტიის "სოლიდარობა მშვიდობისთვის" ლიდერი მამუკა ფიფია რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში...

TI- მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია

საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს განცხადებით, მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია. "ნოდარ მელაძის შაბათის 31 ოქტომბრის სიუჟეტში...