მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში გაერთიანდეს

“ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”, შესაძლოა, საპარლამენტო უმცირესობის ფორმატში გაერთიანდეს

Published on

 
საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან კიდევ სამი დეპუტატის გასვლა, “ევროპული საქართველოს“ უმცირესობის დაშლას იწვევს. პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, საპარლამენტო უმცირესობის ფორმირება უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების ნახევარზე მეტის გაერთიანებით ხდება.  
 
უმრავლესობის შემადგენლობიდან დეპუტატების გასვლამდე, უმრავლესობისა და უმცირესობის გარეთ სულ 14 დეპუტატი იყო. მათ რიგებს ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი და ბექა ნაცვლიშვილი შეემატა. ამასთან, უმრავლესობიდან გასვლა კიდევ რამდენიმე დეპუტატმა დააანონსა. ამდაგვარი გადაადგილება კი, არსებული უმცირესობის დაშლის საფრტხეს ქმნის
 
ამ ეტაპზე მე-9 მოწვევის პარლამენტში უმცირესობა 20 დეპუტატით შემდგარი „ევროპული საქართველოს“ წევრებით არის წარმოდგენილი. შესაბამისად უმცირესობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შენარჩუნდეს, თუკი “ევროპული საქართველო“ და ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა“ უმცირესობის ფორმატში გაერთიანებას მოახერხებენ. ასეთ შემთხვევაში უმცირესობა 26 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი და ის დაშლის საფრთხეს გადაურჩება,
 
.საპარლამენტო უმცირესობის დაშლის თავიდან აცილების მიზნით, "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო", შესაძლოა, უმცირესობის ფორმატში გაერთიანდეს.
 
როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა, ამ ეტაპზე მათ კონსულტაციები არ ჰქონიათ, თუმცა თუკი უმრავლესობას კიდევ სამი დეპუტატი გამოაკლდება და ამის შედეგად უმცირესობა დაშლის წინაშე დადგება, ამ თემაზე კონსულტაციები გაიმართება.
 
“ჯერჯერობით უმცირესობას დაშლა არ ემუქრება, რადგან ამისთვის საჭიროა, რომ კიდევ სამმა ადამიანმა დატოვოს უმრავლესობა. თუ სამი დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას, ბუნებრივია, კონსულტაციები გვექნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარი გეგმა გვაქვს შემუშავებული", – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

სიახლეები

მოკლული მასწავლებლის საქმეზე ორი არასრულწლოვანი გოგო დააკავეს

მოკლული მასწავლებლის გიგა ავალიანის საქმეზე ნია იმნაძე დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი, სავარაუდოდ, დაკავებისას შეუძლოდ...

მეუფე გერასიმემ ლანა ლატარიას ოჯახის წევრებს სახლში მიუსამძიმრა და პანაშვიდი აღავლინა

ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად იმყოფებოდა ლანა ლატარიას სახლში, მის ოჯახს...

აფეთქება, ორი საფლავი და რუსი გენერლის საიდუმლო დაკრძალვა

ვინ იყო იგორ ერუსალიმოვი და რატომ უკავშირებენ მის სიკვდილს მოსკოვის რესტორან Balzi Rossi-ზე მოწყობილ...

1-ელ, მე-7 და მე-10 კლასელებს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოები, ახალი პროგრამები დახვდებათ

სასკოლო ფორმა არ არის მეორეხარისხოვანი საკითხი და ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქიდან გამომდინარე,...