მთავარისიახლეებიპოლიტიკაშეწყალების საკითხზე ილია მეორესა და პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. ,,ჩემს ძმას...

შეწყალების საკითხზე ილია მეორესა და პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა. ,,ჩემს ძმას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს” – აცხადებს თორნიკე მამალაძე

Published on

 სალომე ზურაბიშვილი კვლავ უპაუხოდ ტოვებს კითხვას, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებას შეეხება.
 
ზურაბიშვილმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ  ჟურნალისტების ეს კითხვა მოისმინა,  მაგრამ უკომენტაროდ დატოვა ტერიტორია.  
 
საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი კი აცხადებს, რომ  მსჯავრდებული დეკანოზის შეწყალების საკითხზე ილია მეორესა და პრეზიდენტის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
 
„არც ერთი სიტყვით არ ყოფილა. ჩვენ ხომ ვთქვით, ინტერვიუ მივეცით. საერთოდ არ ყოფილა ამაზე საუბარი,“-განაცხადა მამა ანდრიამ.
ამ დროისათვის დეკანოზ გიორგი მამალაძესთან საპატიმროში მისი უფლებადამცველი დავით ჯანდიერი იმყოფება. იურისტი მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, მის დაცვის ქვეშ მყოფთან სტრასბურგში გასაგზავნ სარჩელთან დაკავშირებითაც ისაუბრებს.
 
#18 საპყრობილესთან იმყოფება მსჯავრდებული დეკანოზის ძმაც. ის ადვოკატისგან ელოდება პასუხს მისი ძმის ჯანმრთელობის თაობაზე. როგორც თორნიკე მამალაძე აცხადებს, მას აქვს ინფორმაცია, რომ დეკანოზის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.
 
„იყო სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესული და მან გვითხრა რომ  ისევ ისეთი მდგომარეობა არის. პარალიზებული რჩება ჩემი ძმა. სამწუხაროდ გადმოყვანასთან  დაკავშირებით თავდაპირველად ღუდუშაურის ექიმებმა გვითხრეს რომ  ჩვენი გაწერილი არ არის. რის შემდეგაც 10 წუთის შემდეგ შეცვალეს ჩვენება და თქვენს რომ მათი გაწერილია. რის შედეგადაც ეს ექიმი ავად გახდა. ეს არის მიზანმიმართულად იქით მიმართული, რომ ჩემს ძმას გამოუტანეს სასიკვდილო განაჩენი. მისი გადმოყვანა ციხის საავადმყოფოში კატეგორიულად არ შეიძლებოდა,“-განაცხადა თორნიკე მამალაძემ.
 
შეგახსენებთ, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჯანმრთელობის გაუარესების გამო საპყრობილიდან ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავდაპირველად ინსულტის დიაგნოზი დაუსვეს. თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ მას ინსულტი არ დაუდასტურდა. პაციენტი ღუდუშაურიდან ციხის საავადმყოფოში გაწერეს.

სიახლეები

ოკუპანტებმა ხერსონზე მასირებული იერიში მიიტანეს – არის მსხვერპლი

რუსი ოკუპანტები ხერხონის ოლქზე მასირებული იერიში მიიტანეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი...

“რა საფრთხეებს შეიცავს “ოცნების” მიერ მიღებული ცვლილება პრევენციულ დაკავებაზე” – საიას კვლევა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ "ქართული ოცნების" მიერ მიღებული მორიგი უკანონო და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელი საკანონმდებლო...

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თსუ-დან გაათავისუფლეს

ლექტორი თამარ ტატანაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ის Facebook-ზე წერს. "თსუ-ის იურიდიულმა ფაკულტეტმა...