მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი," - გაერთიანებული ოპოზიცია ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმაურება

“ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი,” – გაერთიანებული ოპოზიცია ზვიად კუპრავას დაკავებას ეხმაურება

Published on

ოპოზიციის წევრები კუპრავას დაკავებას პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უწოდებენ და ხელისუფლებას ორმაგ სტანდარტებში ადანაშაულებენ.
 
მურთაზ ზოდელავამ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კუპრავას დაკავებას ელოდნენ, რადგან ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერების განეიტრალებით არის დაკავებული.
 
„ის არის ოპოზიციის ერთ-ერთი აქტიური ლიდერი, ვიცოდით, რტომ მას დასჯიდნენ, რადგან აქტიური იყო. გახარიას უწყება ივანიშვილისგან ეს დავალება მიიღეს, მათ ყველაფერი მოიმოქმედეს, რომ გაენეიტრალებინათ და მოეთავსებინათ ციხეში,“ – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
 
ოპოზიციის წევრის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპოზიციის აქტივისტების მიმართებით აქვს შემუშავებული ე.წ. ორი ბრალის მექანიზმი, რა დროსაც პირველი ბრალის დროს გირაოს შეფარდება ხდება, მეორე ბრალის შემთხვევაში კი გირაოს პატიმრობით ჩანაცვლება. მურთაზ ზოდელავ გიორგი გახარიას მიმმართ, რომ არავის ეშინია მისი.
 
„ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი. შიში თქვენ გეტყობათ,“- განაცხადა ზოდელავამ.
 
თინა ბოკუჩავას თქმით, ინფორმაციას მიაწვდიან სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...