მთავარისიახლეებიპოლიტიკაზვიად კუპრავა დააკავეს - დარბეულია მისი ოფისი

ზვიად კუპრავა დააკავეს – დარბეულია მისი ოფისი

Published on

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა დააკავეს – სამართალდამცველები მის ოფისში გამთენიისას მივიდნენ. ზვიად კუპრავა გლდანის მერვე დაწესებულებაშია გადაყვანილი. მისი დაკავების მომენტში ადგილზე იმყოფებოდნენ კუპრავას მეუღლე, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები გაერთიანებული ოპოზიციიდან. 
 
"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელის მეუღლის განცხადებით, დაკავების დროს პოლიციამ კუპრავას ოფისი დაარბია. 
 
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება რამდენიმე თვის წინ სასამართლოს სასადილოში მომხდარ ინციდენტს, რომლის გამოც კუპრავას გირაო შეეფარდა, რამდენიმე დღის წინ კი კუპრავას მიერ ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფის გამო პროკურატურამ გირაოს შეცვლა მოითხოვა – რაც დაკმაყოფილდა.
 
  

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...