მთავარისიახლეებიპოლიტიკადღეს ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება- სავარაუდოდ,...

დღეს ბიძინა ივანიშვილისა და საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება- სავარაუდოდ, პარტიიდან რამდენიმე წევრს გარიცხავენ

Published on

,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს, 23 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართება. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული, მას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ არ სხდომაზე გადაწყდება პარტიიდან რამდენიმე წევრის გარიცხვის საკითხი.
 
ეს უკვე მეორე ასეთი შეხვედრაა "ქართული ოცნების" ფრაქციიდან დეპუტატთა ჯგუფის წასვლის შემდეგ,  იმ განსხვავებით, რომ ბიძინა ივანიშვილი ამჯერად სხვა ჯგუფს შეხვდება.
 
გუშინდელი შეხვედრის მონაწილემ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ შეხვედრაზე , პარტიიდან ვინმეს  გარიცხვის საკითხი  არ განხილულა და ძირითადადა  სიახლეებსა და ინიციატივებზეც ისაუბრეს.
 
ნუკრი ქანთარიას თქმით, შეხვედრის დასაწყისში მან ახსნა, თუ რატომ დაუჭირა ეკა ბესელიას მიერ ინიცირებულ კანონპროექტს მხარი.
 
„როგორც ქუხს, ისე არ წვიმს, მოგეხსენებათ და ასეა ამჟამადაც. იყო შეხვედრა პარტიის თავმჯდომარესთან გარკვეული ჯგუფის ჩვენი და იყო ძალიან საქმიანი, გულწრფელი და ძალიან ბევრ პრობლემაზე მოხდა პირუთვნელი საუბარი. არავინ არავის არ გაურიცხავს და ეს საკითხი არ იყო განხილვის თემა. იყო სხვა ძალიან მწვავე პრობლემები, რომელიც არის და ჩვენ ამაზე ინფორმაციაც გავიგეთ, გვქონდა საუბარი და საერთოდ პარტიის თავმჯდომარე აპირებს, რომ ასე უმრავლესობის სხვა ჯგუფებსაც შეხვდეს,“ – განაცხადა ქანთარიამ

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...