მთავარისიახლეებიპოლიტიკასახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „ბასიანი“ ოკუპანტ ქვეყანაში მღერის

სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი „ბასიანი“ ოკუპანტ ქვეყანაში მღერის

Published on

სახელმწიფო ფოლკლორული ანსამბლი ოკუპანტ სახელმწიფოში მძღერის. „ბასიანის“ რეპერტუარში, რომელიც საგანგებოდ მოსკოვური გასტროლისთვის მომზადდა, რუსული სიმღერებიც შევიდა.
 
ფოლკლორის ცენტრის თანამშრომლების მსგავსად, სავარაუდოდ, არც მათი ხელმძღვანელი ხედავს დიდ სხვაობას ევროპულსა და ოკუპანტ ქვეყანას შორის.
 
ოკუპანტის ქვეყნის დედაქალაქში არიან ფოლკლორის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი დონაძე, მისი მოადგილეები – ელიზბარ ხაჩიძე და გიორგი გაბუნია. ხვალ მათი ანსამბლი „ბასიანი“ მოსკოვის თეატრ „ზალატოე კალცოში“ სოლო კონცერტის გამართავს. დაფინანსდა თუ არა ანსამბლ „ბასიანის“ ტურნე ბიუჯეტიდან, „კურიერის“ ეს კითხვა ფოლკლორის ცენტრში უპასუხოდ დატოვეს.
 
ფოლკლორული ანსამბლის სოლო კონცერტი 3 ათასი რუბლი, ანუ 120 ლარი ღირს. რამდენიმესაათიანი პროგრამით სახელმწიფო ანსამბლი 23 თებერვლამდე ერთი დღით ადრე, ქართულ საგალობლებს ეროვნული საკრავის აკომპანიმენტით შეასრულებს. კონცერტის პროგრამაშია რუსული სიმღერებიც.

სიახლეები

F-15-ის პილოტის გადასარჩენად – აშშ-ის უნიკალური ღამის ოპერაცია მტრის ზურგში

ოთო კონჯარია აშშ-ს შეიარაღებულმა ძალებმა ბრწყინვალე, წარმოუდგენლად რთული ოპერაცია ჩაატარა და ირანის ტერიტორიიდან ჩამოგდებული...

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს საქართველოდან აძევებენ

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს აფგან სადიგოვს, რომელიც ფეისბუქზე პოლიციის შეურაცხმყოფელი პოსტის გამოქვეყნების გამო თბილისში დააკავეს, სასამართლო...

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ტიკტოკერს 20 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

ქმრის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ „ტიკტოკერს“, თეკლა გერსამიას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - მას...

სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ

ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...