მთავარისიახლეებიპოლიტიკაელიტურ კორუფციასთან გამკლავება გართულდა - ზეწოლაა ბიზნესზე, არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, არ...

ელიტურ კორუფციასთან გამკლავება გართულდა – ზეწოლაა ბიზნესზე, არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, არ არის დამოუკიდებელი სასამართლოც – არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვედრებს მართავაენ

Published on

ბიზნესზე ზეწოლა, პრობლემები სასამართლო სისტემაში – არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ბრიუსელში შეხვედრებს მართავენ.
 
შეხვედრის დროს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორმა, ეკა გიგაურმა სასამართლო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
 
გიგაურმა გარდა ამისა, ასევე ისაუბრა, არასამთავრობო სექტორზე განხორციელებულ თავდასხმებზე და თქვა, რომ პასუხგაუცემელი კითხვები, უკავშირდება ივანიშვილის სახელს.
 
„ნამდვილად არ მიხარია ელიტურ კორუფციაზე საუბარი, რომელიც ჩემს ქვეყანაში არსებობს. ეს არის მუდმივად მზარდი პრობლემა. ჩვენ გვქონდა ეს წინა ადმინისტრაციის დროსაც, მაგრამ ახლა უფრო შესამჩნევი გახდა. ჩვენ არ გვაქვს ძალაუფლების ბალანსის და მასზე კონტროლის ეფექტური მექანიზმი, არ გვაქვს დამოუკიდებელი ინსტიტუტები, არ არის დამოუკიდებელი სასამართლოც, ეს ფაქტორები ხელს ვერ უწყობს სიტუაციის გაუმჯობესებას და ახლა უფრო რთულია ელიტურ კორუფციასთან გამკლავება,“ – განაცხადა ეკა გიგაურმა.
 
ეკა გიგაურმა ელიტურ კორუფციაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ძალოვანი უწყებები დამოუკიდებლობას ვერ ინარჩუნებენ. გიგაურმა თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ივანიშვილის ინტერესებზეც ისაუბრა.
 
„გვაქვს უამრავი მაგალითი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები ჩართული არიან ელიტურ კორუფციაში და არცერთ საქმეზე გამოძიება არ დაწყებულა. გვაქვს იმის მაგალითებიც, როგორ ემსახურებიან დამოუკიდებელი ინსტიტუტები მთავრობის ინტერესებს. ასეთია, თიბისის საქმე – ივანიშვილი ჯერ აკრიტიკებს კონკრეტულ ადამიანს და ორგანიზაციას და შემდეგ კი იწყება პრობლემები,“ – განაცხადა გიგაურმა.
 
სულხან სალაძე კი ამბობს, რომ მოსახლეობაში სასამართლოსადმი ნდობა არ არის და მან დახმარება ევროპელ პარტნიორებს სთხოვა.
 
„დღეს სასამართლოს დამოუკიდებლობა არ იზომება პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღებით. მნიშვნელოვანია ის საქმეები, რომლებსაც პოლიტიკურად მგრძნობიარე ასპექტები გააჩნია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთავრობას სურს, კონკრეტულ შედეგებს მიაღწიოს. მკაფიო მაგალითებია "რუსთავი 2"-ის საქმე, საყდრისის საქმე, კაბელების საქმე და სხვები, სია საკმაოდ გრძელია. ყველა ამ საქმეში სასამართლომ ისეთი გადაწყვეტილებები მიიღო, როგორიც მთავრობას სურდა. სოციალურ მედიაში დაიწყო კამპანია არასამთავრობო ორგანიზაციების და ზოგიერთი პარლამენტარის წინააღმდეგ,“ – განაცხადა სულხან სალაძემ

სიახლეები

ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი, უფრო მეტად ჩემს ოპოზიციად გადაიქცა, ვიდრე ივანიშვილის – სააკაშვილი

თუ ჩვენ მკაფიო, თავისუფალი, პროდუქტიული გადასვლა გვინდა ამ უბედურებიდან, ბედნიერი მომავლის მოდელისკენ, ყველამ ეგოზე...

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის

"ქართული ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ცნობით, საქართველოს პარლამენტის აკრედიტაციის სისტემაში ცვლილებები შედის. პაპუაშვილმა...

ბათუმში განზრახ მკვლელობის ბრალდებით კაცი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აჭარაში განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ერთი...

ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში ხმების 49.81% მიიღო

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო მონაცემების მიხედვით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ...