მთავარისიახლეებიპოლიტიკაორსანტია-ოტობაიას შემზარავი კადრები - „ქვეყანას იარები აქვს. სამეგრელოს მდგომარეობა უმძიმესია''

ორსანტია-ოტობაიას შემზარავი კადრები – „ქვეყანას იარები აქვს. სამეგრელოს მდგომარეობა უმძიმესია”

Published on

,,დემოკრატიული მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე ეხმაურება გუშინ მედიაში გავრცელებულ ვიდეოსიუჟეტს, რომელიც საოკუპაციო ხაზზე გადაიღეს რადიო ათინათის ჟურნალისტებმა
 
 შემზარავ კადრები  ვიხილეთ გუშინ, როგორ დასტიროდა ჭირისუფალი საკუთარ ცხედარს ხიდს აქეთ. აფხაზები საერთოდ ჭკუიდან გადავიდნენ, –  აღნიშნავს გუბაზ  სანიკიძე
 
მისი  განცხადებით, არსებობს ფასეულობები, რომელიც მხოლოდ ქრისტიანული აღარ არის და მიცვალებულის დატირების უფლება ყველა ერში და ყველა რელიგიაში ერთნაირად ფასეულია.
 
„ქვეყანას იარები აქვს. სამეგრელოს მდგომარეობა უმძიმესია. ამ ხელისუფლებას მე აღარაფერს ვთხოვ, უნდა მოსთხოვო უნარიანს და არა – უუნაროს. ამ ხელისუფლებას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის არანაირი მოსაზრება, არც ზეპირი და არც დაწერილი გეგმა, პერსპექტივა არ აქვს. ტერიტორიების დაბრუნება კი არა, საქართველოს გაერთიანებაა სწორი ტერმინი“, – აღნიშნა სანიკიძემ.
 
ის მიმართავს საპატრიარქოს და სთხოვს, რომ საქართველოში ჩამოსულ უკრაინის ეკლესიის (მოსკოვის საპატრიარქო) წარმომადგენლებს აჩვენონ გუშინდელი ორსანტია-ოტობაიას უმძიმესი კადრები.
 
„ჩამოვიდნენ ჩვენს პატრიარქთან და ჩივიან, უკრაინაში გვჩაგრავენო, მღვდლებს და მრევლს აგდებენ ეკლესიებიდანო. ჩვენს საპატრიარქოს უმორჩილესად ვთხოვ, აჩვენონ მათ გუშინდელი კადრები, ქართველებს ქრისტიანული რიტუალის ჩატარების უფლებას არ აძლევენ. ეს არის გაუგონარი სისასტიკე. გავუგზავნოთ რუსეთის პატრიარქს ეს კადრები და იმოქმედონ", – განაცხადა სანიკიძემ.. აღნიშნულ ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

სიახლეები

საარსებო შემწეობის მიღება დაახლოებით, 35 000-მდე ოჯახს შეუწყდა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დაახლოებით 35 000-მდე ოჯახს საარსებო შემწეობის მიღება შეუწყდა - მიხელ სარჯველაძე...

“ქართველი მებრძოლების დევნა-TI-ის კვლევა

ქართველი მებრძოლების დევნა: ივანიშვილის მთავრობის და კრემლის საერთო ოპერაცია? - ამ სათაურით აქვეყნებს "საერთაშორისო...

ევროკომისიამ უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის €1.24 მილიარდი გადაურიცხა

ევროკომისიამ უკრაინას €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტის თავდაცვის კომპონენტიდან €1.24 მილიარდი გადაურიცხა, რაც უკრაინული კომპანიების მიერ...

საქართველოში მიზეზი პანიკისთვის არ არსებობს – სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევაზე

მიხეილ სარჯველაძე რუსეთში ჭირის შემთხვევას ეხმაურება, ამბობს, რომ საქართველოში "არავითარი მიზეზი რაიმე პანიკისთვის და...