მთავარისიახლეებიპოლიტიკაარაფორმალური მმართველობა, კორუფცია და გაუმჭვირვალობა, სახელმწიფო ინსტიტუტები ქრებიან - საით...

არაფორმალური მმართველობა, კორუფცია და გაუმჭვირვალობა, სახელმწიფო ინსტიტუტები ქრებიან – საით მიყავს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილს?

Published on

 
Freedom House-ის ანგარიშს, სადაც ივანიშვილის გავლენებსა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან ერთად სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი, ოპოზიციაშიც და მმართველ გუნდშიც ეხმაურებიან .
 
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია Freedom House-ის ანგარიშზე საუბრისას ხაზს უსვამს, რომ  ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა პირდაპირ არის დაკავშირბული   ბიძინა ივანიშვილის უდიდეს ზეგავლენასაც და ამას საერთაშორისო ორგანიზაციებიც კარგად ხედავენ.
 
„ჩვენი სახელმწიფოს მმართველობის სტილი და მმართველი გუნდის მეთოდები, რომელსაც ის იყენებს, ყველა დონეზე, ხმები გავარდა ამის შესახებ შორს მსოფლიოს ყველა კუთხეში და ბუნებრივია, ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ამას ხედავს. გადაჭარბების, პოპულიზმის, პათეტიკის გარეშე, ეს ქვეყანა მიექანება უფსკრულისკენ ან როგორც მინიმუმ, იმ წერტილისკენ, სადაც მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება და არ იარსებებს არცერთი ინსტიტუტი და ამაზე საუბრობს უკვე საერთაშორისო საზოგადოება,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.
 
პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის” მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ Freedom House-ის ანგარიშში რომ არ ასახულიყო, სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, ეს მისთვის ისედაც თვალსაჩინოა.
გოგიჩაიშვილი არ გამორიცხავს, რომ პრობლემა უფრო გამწვავდეს. 
 
„სასამართლოს პრობლემა Freedom House-მა, რომ არ მითხრას, ამას ისედაც ვგრძნობ… ეს არის რა თქმა უნდა, პრობლემა და კიდევ უფრო მეტად გამწვავდება პრობლემა. სასამართლო დღეს არის ქვაკუთხედი, რა გზით მივდივართ ჩვენ – ეს არის დემოკრატიული რესპუბლიკის განვითარება თუ ეს არის ის ფორმულა, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარე საუბრობდა – ადრე ცუდები იყვნენ და დღეს კარგები გახდნენ, რომელიც აბსოლუტურად არ შეესაბამება დემოკრატიულ განვითარების ფორმულას,“ – განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.
 
ანგარიშში სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზეა საუბარი. ორგანიზაციის შეფასებით, მიუხედავად სასამართლო რეფორმებისა, სასამართლოში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ჩარევა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება, ისევე როგორც კორუფცია და გამჭვირვალობის ნაკლებობა სასამართლო განხილვების დროს.Freedom House-ის ანგარიშში საუბარია ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე. ასევე მის გავლენებზე, ფინანსურ და ბიზნეს ინტერესებთან კავშირში

სიახლეები

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ია ფარულავა სასამართლოში შვიდ მედიასაშუალებას, მათ შორის "TV იმედს" უჩივის. ამის შესახებ ის სოციალურ...

სამმა პირმა 1.137 ძირი კანაფიდან 143 კგ ნარკოტიკი მოიყვანა – სამივეს უვადო პატიმრობა ემუქრება

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა, კულტივირების ფაქტზე 5...

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა

ჩეხეთმა ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმა. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა...

ჩარლზ III- დღეს, როცა ტირანია კვლავ ემუქრება ევროპას, ერთად ვდგავართ უკრაინის მხარდასაჭერად

ჩვენ ქვეყნებს ყველაზე მჭიდრო ურთიერთობა აქვთ თავდაცვის, უსაფრთხოებისა და დაზვერვის მხრივ, რაც კი...