მთავარისიახლეებიპოლიტიკა"როგორც ჩანს, უცხოელმა პარტნიორებმა, ფული არჩიეს სამართლიანობას" - რომან გოცირიძე თიბისი ბანკზე

“როგორც ჩანს, უცხოელმა პარტნიორებმა, ფული არჩიეს სამართლიანობას” – რომან გოცირიძე თიბისი ბანკზე

Published on

რომან გოცირიძე მამუკა ხაზარაძის ბანკიდან წასვლას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ როგორც ჩანს, უცხოელმა პარტნიორებმა, ფული არჩიეს სამართლიანობას.
 
„ბანკმა ბოლო პერიოდში 200 მილიონი დოლარი იზარალა. მამუკა ხაზარაძეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა – ან წასვლა, ან ბანკის კიდევ უფრო დიდი რისკის ქვეშ დაყენება. უცხოელმა პარტნიორებმა, როგორც ჩანს, ფული არჩიეს სამართლიანობას. შეიძლება ვერც გაამტყუნებ, როცა ქვეყანაში არ არსებობს სასამართლო და ქვეყანას ჯერ კიდევ ერთი ახირებული კაცი მართავს. ახლა ჩვენი ვალია ყველამ ერთად დავიცვათ ანაკლია. მას ასე ადვილად ვერ დაითრევს. იქ დიდი გეოპოლიტიკური ინტერესები დევს. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელიც სამშაბათს გამოცხადდება პარლამენტში, მზად უნდა იყოს გადადგომისათვის. მას დაკარგული აქვს ნდობა. ამის გარეშე კი მისი იქ დარჩენა მხოლოდ ზიანის მომტანია“, – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში თავის გვერდზე.

სიახლეები

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს

თამაზ ელიზბარაშვილი საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს | ამის შესახებ მან ციხიდან გავრცელებულ წერილში დაწერა: "ბატონო...

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება

ევროპარლამენტში დღეს საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართება. ევროპარლამენტის დღის წესრიგის თანახმად, დებატები სახელწოდებით - „მმართველი პარტიის,...

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...