მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,არც მდგმურები, არც შემთხვევით მოხვედრილები, არც ვიღაცის კაცის კაცები'', არამედ...

,,არც მდგმურები, არც შემთხვევით მოხვედრილები, არც ვიღაცის კაცის კაცები”, არამედ რაღაც სხვა. შედგება თუ არა პოლიტიკური განქორწინება?

Published on

 საპარლამენტო უმრავლესობამ დღეს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკა ბესელიას და 8 დეპუტატის კანონპროექტს, რომელიც მოსამართლეთა უვადო გამწესების 5 წლით შეჩერებას გულისხმობს, მხარს არ დაუჭერს.
 
ეკა ბესელია დღესვე დაიბარეს თუ მისივე თხოვნით მიიღეს   შუშის სასახლეში, თუმცა როგორ დამთავრდა შეხვედრა ივანიშვილთან ჯერ არ გახმაურებულა.
 
რაც შეეხება სხვა ,,მეამბოხეებს'', გედევან ფოფხაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატივის გამოვიდნენ, მდგმურები არ არიან.
 
"მე ამ საკითხის დაანონსებას არ ვაპირებ. ისედაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ამ თემით ვსპეკულირებთ, ჩვენს კოლეგებს ამით თითქოს ვემუქრებით, რომ არიქა, წავალთ. პირდაპირ გეტყვით, რომ ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონპროექტის ინიციატივით გამოვდივართ, ამ გუნდში არც მდგმურები ვართ, არც შემთხვევით მოვხვდით და ვიღაცის კაცის კაცები არ ვართ. ჩვენი პოზიცია ამ გუნდში განპირობებულია იმ მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად, რომელსაც ვაწარმოებდით ჯერ სააკაშვილის რეჟიმთან, მერე რომ ამ რეჟიმის რევანში არ მომხდარიყო. ჩვენ ეს ადგილი არავისგან წყალობით არ მიგვიღია. ასე რომ, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ დარჩენის ან წასვლის თაობაზე, ეს იქნება ნაკარნახევი იმ მორალური ღირებულებით, რომლითაც ჩვენ ვართ პოლიტიკაში,"- განაცხადა ფოფხაძემ.
 
 ისნის რაიონის მაჟორიტარი დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ 9 დეპუტატის კანონპროექტს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტა დაუპირისპირდა და დროა, პოლიტიკური განქორწინება მოხდეს.
 
„ვთვლი, ზოგადად სიტუაცია ერთმანეთთან იმდენად შეუსაბამოა, რომ აღარც კი არის ის პატარა ჯაჭვიც, ამ ადამიანებს უმრავლესობაში დარჩენის სურვილი ჰქონდეთ. რეალურად გამოდის , რომ პარტიის მთელი პოლიტიკური ელიტა ამ ხალხს დაუპირისპირდა. ვთვლი, რომ ეს ის ნაბიჯია, როცა პოლიტიკური განქორწინება უნდა მოხდეს“- აცხადებს ჭიჭინაძე.
 
 
 
 

სიახლეები

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს , უნდა დავამხოთ – ბაჩო ახალაია

ხელისუფლება, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ივანიშვილით, კობახიძით, ყველა უნდა დავამხოთ, ეს არის ერთადერთი გზა...