მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს ხალხის ეშინია და თავის ჭკუით ანეიტრალებს სათითაოდ ყველას, ვისაც...

მიხეილ სააკაშვილი: ,,ივანიშვილს ხალხის ეშინია და თავის ჭკუით ანეიტრალებს სათითაოდ ყველას, ვისაც პროტესტის ორგანიზება შეუძლია”

Published on

დავით კირკიტაძის მერე ახლა უკვე ზვიად კუპრავას დაპატიმრება მოინდომა ოლიგარქის რეჟიმმა, ცნობილი სუსის აგენტის ყალბი ბრალდებით.
 
ივანიშვილი თავის ჭკუით ანეიტრალებს სათითაოდ ყველას, ვისაც პროტესტის ორგანიზება შეუძლია. ესე იგი, მას ეშინია ხალხის და საბოლოო ჯამში, ხალხს ვერ გაანეიტრალებს… საქართველო აუცილებად იტყვის თავის მთავარ სიტყვას. მერე რა, რომ ყვარყვარეს ციხეში ხალხი კიდევ ეტევა და კარებიც ეკეტება… ''
წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე. 
 
შეგახსენებთ, სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოშია დაბარებული  ელოდებიან.  უწყებაში ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის საჩივრის საფუძველზე დაიბარეს. უფლებადამცველი მას ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.გამოძიება ძალადობის მუხლით არის დაწყებული.
 
 
 
კუპრავა აცხადებს, რომ არ აპირებს საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას.იგი  ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ა და ამბობს, რომ ზაქარეიშვილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აგენტია და მის დავალებებს ასრულებს.
 
„ირაკლი ზაქარეიშვილი მე არ მიცემია. ამის არანაირი მტკიცებულება საქმეში არ იარსებებს ბუნებაში. შესაბამისად, საქმე არის შეთითხნილი, შეთითხნილი იმ მიზნით, რომ მოხდეს ჩემი, როგორც აქტიური პირის განეიტრალება და მოხდეს ჩემი იზოლირება საზოგადოებიდან. ჩემი მხრივ მე ვარ აქ, ჩემს სამუშაო რეჟიმში. ვაგრძელებ მუშაობას. ეს ბრალი არ არის კავშირში სამართლებრივ ჭრილთან და სამართლებრივ ჭრილში არ ჯდება. ეს ბრალი არის პირდაპირ პოლიტიკური ჭრილი,“- განაცხადა ზვიად კუპრავამ.
 
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცახდებენ, რომ , ზვიად კუპრავას ბრალი დაუსწრებლად წარედგინება. ეს სავარაუდოდ, დღეს, დღის განმავლობაში მოხდება.კუპრავა არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, დღეს დააკავონ..
 
 

 
 
 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...