ზუგდიდში მოძრავ მუნიციპალურ ტრანსპორტში გადახდის აპარატების დამონტაჟებაზე საკრებულოს სამუშაო ჯგუფმა რეკომენდაცია შპს "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" სამსახურზე გასცა. ბიუროს სხდომაზე სამუშაო ჯგუფის წევრებმა შ.პ.ს. "ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის" ხელმძღვანელისგან ცენტრის ფუნქციური რეორგანიზაციისა და ოპტიმიზაციის ხედვები მოისმინეს. „ძალიან კარგია აპარატების დადგმა, რადგან მძღოლს არ ექნება ფულთან კავშირი და კორუფციის რისკებიც შეიზღუდება“- განაცხადა ბადრი ნემსაძემ. ბიუროს სხდომაზე ასევე ისაუბრეს მგზავრობის ტარიფებზე. ცნობილია, რომ მერია ახალ მუნიციპალურ ავტობუსებს შეისყიდის. კითხვაზე, გაძვირდება თუ არა მგზავრობის გადასახადი, საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, „ტარიფის გაზრდა არ იგეგმება, თუმცა მომატების შემთხვევაში, ეს არ იქნება ისეთი დიდი თანხა, რომ მოსახლეობას მძიმედ დააწვეს“- განაცხადა მამუკა წოწერიამ.
სიახლეები
საზოგადოება
სეს აცხადებს, რომ ზუგდიდში ყველა ძაღლი დააბრუნა, ადგილობრივებს კი კითხვები აქვთ
ზუგდიდში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დამატებით 17 ძაღლი დააბრუნა. და უწყების ინფორმაციით, ქალაქიდან წაყვანილი ყველა,...
საზოგადოება
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა
პირველკლასელთა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაციისთვის სასკოლო უბნებისა და სკოლების ჩამონათვალი განისაზღვრა.
ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრო...
საზოგადოება
ფასები ისევ გაიზარდა – წლიური ინფლაციის დონემ 4.3% შეადგინა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2026 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.8%,...
საზოგადოება
კიტ კელოგი – ნატო მხდალი აღმოჩნდა, შესაძლოა, ახალი ნატო, ახალი თავდაცვითი სტრუქტურა გვჭირდება
აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინაში, გენერალ-ლეიტენანტმ კიტ კელოგმა განაცხადა, რომ შესაძლოა ნატო-ს ჩანაცვლება...