მთავარისიახლეებიპოლიტიკახეებსა და ყუთებში განადგურებული ციტრუსი - ოზურგეთის და ქობულეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას...

ხეებსა და ყუთებში განადგურებული ციტრუსი – ოზურგეთის და ქობულეთის მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

Published on

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სოფლებში გლეხებს მანდარინი ყუთებში და ხეებზე ულპებათ. გლეხების უმეტესობას ციტრუსის მოსავალი ფაროსანამ გაუნადგურა. თუმცა, რაც მავნებელს გადაურჩა, იმის გაყიდვაც შეუძლებელი აღმოჩნდა.
 
მოსახლეობა დახმარებას ხელისუფლებას სთხოვს.
 
ამბობენ, რომ ციტრუსის ჩამბარებელი პუნქტები, ფაქტობრივად, არ ფუნქციონირებს –  მიზერულ ფასად ჩაბარებულ ციტრუსში ან ფულს არ უხდიან ან საერთოდ არ იბარებენ.
 
გლეხების ნაწილი ციტრუსის პლანტაციების გაჩეხვას აპირებს.
 
ციტრუსის მოსავალს ვერ ყიდიან ქობულეთშიც. ამბობენ, რომ 1 კილოგრამი კივის გაყიდვა 40 თეთრად უწევთ, რაც მიზერული ფასია.
 
მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში გლეხებს ტონობით მოსავალი უფუჭდებათ.

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...