მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის კონცეფცია საჯაროდ განიხილეს

ზუგდიდში სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის კონცეფცია საჯაროდ განიხილეს [Video]

Published on

ზუგდიდის  სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს მშენებლობის იდეასთან დაკავშირებით დღეს  საჯარო განხილვა გაიმართა. შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ასევე  ის  მოქალაქეები, რომლებიც რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგებიან. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარდა. კომპანია m2-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ შეხვედრის მონაწილეებს პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. სასტუმროს აშენების სანაცვლოდ კომპანია ზუგდიდში კოლეჯის გაკეთებასაც გეგმავს, რომელიც ტურიზმისა და სასტუმროს მომსახურების მიმართულებით იმუშავებს, ასევე ყინულის მოედნის ინგლისურ მოდელზე იმუშავებს და მათი თქმით, იმ ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მუნიციპალიტეტი მიუთითებს, ახალ ყინულის მოედან ააშენებს, გაფართოებული სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანამატებით. დარბაზში გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება. ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ანა წითლიძის თქმით, ინვესტიციების შემოსვლას მიესალმებიან, თუმცა ამ შემთხვევაში დარღვეულია პრინციპი ქალაქის გენ.გეგმასთამ მშენებლობის შესაბამისობაში მოყვანის, რადგან ქალაქის განვითარების გენ. გეგმა არ არსებობს და ასევე წითლიძის თქმით, საეჭვო გარემოებებს იწვევს ის, რომ m2 არის „ქართული ოცნების“ არაფორმალური შემომწირველი. რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, ბართლომე შელია სასტუმროს მშენებლობას არ ეწინააღმდეგება, თუმცა ე. წ. შონიას ტექნიკუმის  „გადახურდავება“ და ამ პროექტის სანაცვლოდ კომპანიისთვის გადაცემა არასწორად მიაჩნია.სასტუმროს მშენებლობას ეწინააღმდეგება „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია. მისი თქმით, დისკუსია უნდა გაგრძელდეს და გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ზუგდიდელის აზრი, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თქმით, რეკრეაციულ ზონაში სასტუმრო არ აშენდება. პროექტის მიხედვით,120 ნომრიანი ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა ყინულის სახლის  ტერიტორიაზე იგეგმება, ყინულის სახლს კი   კი ე.წ. კომკავშირის ყოფილი პარკის ტერიტორიაზე გადაიტანენ. 
 
 
 

 

სიახლეები

ქალბატონ აზასთან დაკავშირებით პასუხი მოსთხოვეთ ევროკავშირის ელჩს-პაპუაშვილი

რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პირველი რეაგირება, რაც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანს, თქვენ, როგორც მედიას, მიწეროთ...

საია-INCLO-ს წევრებმა სტრასბურგში რუსულ კანონზე მე-3 მხარის პოზიცია წარადგინეს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში International Network of Civil Liberties...

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება

“რუსთავი 2“-ის ყოფილი დირექტორი, ვარლამ (ვაკო) ავალიანი კატარში საქართველოს ელჩად დაინიშნება. ირაკლი კობახიძემ პოსტზე...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 121 მოქალაქე გააძევეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციის შედეგად, უცხო...