მთავარისიახლეებისაზოგადოებარა ესაქმება თბი­ლი­სის მერს რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების სიაში?...

რა ესაქმება თბი­ლი­სის მერს რუსეთის ყველაზე მოდური მამაკაცების სიაში? ბერა ივა­ნიშ­ვი­ლიც იქვეა

Published on

 
რუ­სულ­მა GQ-მ რუ­სე­თის 50 ყვე­ლა­ზე მო­დუ­რი მა­მა­კა­ცი და­ა­სა­ხე­ლა. მათ შორის არიან რუსი ტე­ლე­წამ­ყვა­ნე­ბი, სპორ­ტსმე­ნე­ბი, მომ­ღერ­ლე­ბი, მსა­ხი­ო­ბე­ბი, მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რე­ბი და სხვა სფე­რო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი  და არი­ან და, 
რა გა­საკ­ვი­რიც არ უნდა იყოს, თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე და რე­პე­რი – ბერა ივა­ნიშ­ვი­ლი. 
 
 
კა­ლა­ძე სი­ა­ში მე­ექ­ვსეა. GQ აღ­ნიშ­ნავს, რომ თბი­ლი­სის მერი წლე­ბის წინ სა­ფე­ბურ­თო კლუბ „მი­ლან­ში“ და სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებ­ში თა­მა­შობ­და, შემ­დეგ კი „პო­ლი­ტი­კურ ლი­გა­ში“ გა­და­ვი­და. „თუმ­ცა „ხუ­ლიგ­ნუ­რი“ სა­მო­სი კოს­ტი­უ­მე­ბის სა­მე­უ­ლებ­ზე არ გა­უც­ვლია. სა­მო­სის გამო ის არა­ნაკ­ლე­ბი ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ხვდე­ბა, ვიდ­რე – მა­ღალ­ჩი­ნოს­ნის სა­ვარ­ძლის გამო. „ინ­სტაგ­რამ­ზე“ მის ვარ­დის­ფერ ქუდს რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნი­ხი­ლავ­დნენ,“ – წერს GQ.
 
სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი რე­ი­ტინ­გში მე­ცხრე ად­გილ­ზეა. ბერა ივა­ნიშ­ვილ­ზე გა­მო­ცე­მა წერს, რომ მისი იმი­ჯი რამ­დე­ნი­მე სტი­ლის ნა­ზა­ვია – 1960-იანი წლე­ბის პა­რი­ზე­ლი ბიჭი ტყა­ვის ქურ­თუ­კი­თა და გრძე­ლი კაშ­ნე­თი, ტრა­დი­ცი­უ­ლი ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი (მისი ქორ­წი­ლის ფო­ტო­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) და მო­დუ­რი რე­პე­რი თეთ­რი მა­ი­სუ­რით. შე­უძ­ლე­ბე­ლია თქმა, ამ სამი იმი­ჯი­დან რო­მე­ლია უკე­თე­სი – ყვე­ლა სტი­ლი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია,“ – აღ­ნიშ­ნავს გა­მო­ცე­მა

სიახლეები

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული კიდევ 14 პირი გათავისუფლდება

დღეს პატიმრობიდან კიდევ 14 პირი გათავისუფლდება. სასამართლო პროცესები დღეს 15:00 საათსა და 17:00 საათზე...

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებული მარიუპოლის სავაჭრო პორტის კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს დაარტყეს. პორტი სრულად დარჩა...

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობის შემდეგ პენსიონერმა სავარაუდოდ თავი მოიკლა

ზუგდიდში, მეზობლის მკვლელობაში ეჭვმიტანილი 70 წლის პენსიონერი, ბახუ შამუგია, საკუთარი საცხოვრებელი სახლის გვერდზე მდებარე...

პოლონეთში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთში, ქალაქ ვროცლავში საქართველოს 3 მოქალაქე სახლების გაქურდვის ბრალდებით დააკავეს . პოლონური მედიის ცნობით,...