მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას,...

საქმე აღარ ეხება თიბისის, საქმე აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას – მამუკა ხაზარაძე

Published on

„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო პრესკონფერენციაზე ბანკის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა.
 
მისი თქმით, "საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს".
 
„ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ ამ თემასთან დაკავშირებით. მთელი გულწრფელობით ვლაპარაკობთ, რომ არც ანაკლიას ვეფარებით და არც ბანკს; მინდა ამაზე ხაზგასმით გითხრათ. ჩვენი სამართალი და ჩვენი პატიოსნება არის თქვენს წინ. მე გითხარით იმის შესაძლებლობა, რომ მაისში და ივნისში ჩვენმა ქვეყანამ უნდა მიიღოს ყველაზე დიდი დაფინანსების წყარო მსოფლიოს ექვსი წამყვანი საფინანსო ინსტიტუტიდან, მათ შორის ორი სახელმწიფო ბანკია – გერმანიის და ჰოლანდიის; ასევე, ევრობანკი, ოპეკი, აზიის განვითარების ბანკი, აზიის ინფრასტრუქტურის და განვითარების, ინვესტიციის ბანკი. 600 მილიონ დოლარზეა ლაპარაკი. ეს არის პირველი ფაზის დაფინანსება. აქვე მინდა გითხრათ, რომ ერთი წამითაც არ ამოვარდნილა ჩვენი კომპანია იმ სამუშაო გრაფიკიდან, რა გრაფიკზეც ხელი გვაქვს მოწერილი სახელმწიფოსთან. ახლაც ისე იგეგმება 2020-ში პირველი გემის მიღება, თუ რა თქმა უნდა, ასეთმა ფაქტებმა ხელი არ შეუშალა. საქმე აღარ ეხება „თიბისის“, აღარ ეხება კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს პერსპექტივას, ჩვენს მომავალს, ყველა დაინტერესებულ მხარეს და პარლამენტს იმიტომ მოვუწოდეთ, რომ დროზე გაირკვეს სიტუაცია, დროზე დაიხუროს არარსებული თემები, რათა ყველა დავუბრუნდეთ ჩვენს საქმეს და ვაკეთოთ ჩვენი პირდაპირი საქმე – ბიზნესის კეთება“, – განაცხადა ხაზარაძემ.

სიახლეები

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...

ზელენსკის თვითმფრინავი დრონის შეჯახებას გადაურჩა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავი, რომელიც მოლდოვიდან ოსლოში მიფრინავდა დრონის შეჯახებას გადაურჩა. ამის შესახებ...

ომის დამნაშავეები არიან და რუსეთის კანონებით გასამართლდებიან-ფარცხალაძე ქართულ ლეგიონზე

საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ, რომელიც რუსეთის მხარეს იბრძვის, რუსულ პროპაგანდისტულ მედიას განუცხადა,...

ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება… ის, რაც 2024 წლის 3 დეკემბერს მოხდა, ვერ წაიშლება -აქციაზე დაშავებული ალექსი თირქია

ეს არის საფრანგეთში ჩატარებული ჩემი უახლესი MRI/სამედიცინო კვლევის გამოსახულება. ჩემი შუბლის ძვლის დაზიანება დღემდე...