მთავარისიახლეებისაზოგადოებაქარ-წვიმა, ნისლი და... გამოდარება 21 თებერვლამდე

ქარ-წვიმა, ნისლი და… გამოდარება 21 თებერვლამდე

Published on

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 თებერვალს, დღის მეორე ნახევრიდან და 19 თებერვალს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კვლავ მოსალოდნელია ნალექი, მთაში და მაღალმთაში თოვლის სახით, დასავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +3, +8 გრადუსია მოსალოდნელი.
 
სინოპტიკოსთა ცნობით, 20-21 თებერვალს ცალკეულ რაიონში შესაძლოა აღინიშნოს მცირე ნალექი. ქარი ჩადგება. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +10, +15 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში 20 თებერვალს ცივი ამინდი იქნება შენარჩუნებული, ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება და აღმოსავლეთ რაიონებში შესაძლოა მცირე თოვლი აღინიშნოს. 21 თებერვალს კი +8, +13 გრადუსამდე დათბება. ღამის საათებში მოსალოდნელია ჰაერის მინიმალური ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება.
 
თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 18-19 თებერვალს იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება, 21 თებერვალს კი +13 გრადუსამდე მოიმატებს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....