მთავარისიახლეებიკონფლიქტებიმცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია სოხუმში

მცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია სოხუმში

Published on

სოხუმში, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის შენობასთან  მცირე მეწარმეთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ორასამდე მეწარმე აპროტესტებს  დე ფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებას აფხაზეთში შემოტანილ პროდუქტზე დღგ დაწესების შესახებ, რომელიც1 იანვრიდან შევიდა ძალაში. აქციის   წარმომადგენლებმა უკვე შეხვდნენ და გააცნეს პარლამენტის სპიკერს ძირითადი მოთხოვნა  დაუყოვნებლივ გაუქმდეს კანონი დღგ-ს დაწესების შესახებ , თუმცა შეთანხმება ამ საკითხის გადახედვის შესახებ მიღწეული არ არის. აქციის მონაწილეები პრეზიდენტ  რაულ ხაჯიმბასთან შეხვედრას ითხოვენ  და აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ, სანამ მათი მოტხოვნა არ დაკმაყოფილდება 

ჩვენ ხმა მივეცით მას იმ იმედით, რომ ხელისუფლებაში მისი მოსვლით ცხოვრება ჩვენს რესპუბლიკაში რამდენამდმე გაუმჯობესდებოდა, თუმცა   ეკონომიკური კრიზისისა და   რუბლის კურსის ვარდნის პირობებში თავი ძლივს გაგქვაქვს, აქ კი დამატებიტ გადასახადებს გვაკისრებენ – აცხადებს აქციის მონაწილე ქალბატონი.

აფხაზური მედია არნიშნავს, რომ აქციაში მონაწილეობებ ის მცირე და საშუალო მეწარმეებიც, რომელთაც აფხაზეტში შეაქვთ და  ვაჭრობენ საქონლით, რომელიც თავისუფალია დღგ – საგან, მაგრამ კანონს აპროტესტებენ იმ მოსაზრებით, რომ ეს მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და დღეს თუ ხვალ მსგავსი რეფორმები უშუალოდ შეეხება მათ საქმიანობასაც. 

 

სიახლეები

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...