მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ვახტანგ ყოლბაიას მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად არც ერთი პოზიტიური ნაბიჯი დევნილებისთვის, არც ერთ...

,,ვახტანგ ყოლბაიას მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად არც ერთი პოზიტიური ნაბიჯი დევნილებისთვის, არც ერთ სფეროში” – აცხადებს აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა.

Published on

,,ვახტანგ ყოლბაიას მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად არც ერთი პოზიტიური ნაბიჯი დევნილებისთვის, არც ერთ სფეროში .ამას ვამბობ იმ შედეგებიდან გამომდინარე, რასაც ვუყურებ ბოლო 6 წლის განმავლობაში'' –    აცხადებს მედიასთან საუბარში  აფხაზეთის ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დალილა ხორავა.
 
,,ვერ ვხედავ ვერაფერს ხელჩასაჭიდს. არაფერი გაკეთებულა, გამჭვირვალობა საქმიანობის არ ყოფილა, ძალიან ბევრი ცუდი შესამოწმებელი ხმებიც გავრცელდა, დევნილებში უარყოფითი აზრია ჩამოყალიბებული ამ ადამიანის მმართველობასთან დაკავშირებით“, ამდვილად არ ვიცი იგეგმება თუ არა აფხაზეთის მთავრობაში ცვლილებები და ვახტან ყოლბაიას მოხსნა, მაგრამ თუ ეს ასეა, ეს არ იქნება ცუდი, იქნება დაგვიანებული, მაგრამ სამართლიანი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ლუკა კურტანიძის შესაძლებლობებს აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელის პოსტზე,  მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ როგორც ვიცი მსოფლიო ჩემპიონია, სპორტსმენია. თუ იგეგმება მისი დანიშვნა, ალბათ, აწონილ-დაწონილია ყველაფერი. რატომაც არა?! ადამიანმა, რომელმაც დაიცვა ჩვენი ღირსება მსოფლიო არენაზე, როგორმე მიხედავს აფხაზეთიდან დევნილ ხალხსაც. მე ამასი დარწმუნებული ვარ“,- განაცხადა დალილა ხორავამ.
 
 შეგახსენებთ, დღეს გავრცელდა ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში მოკლე ხანში საკადრო ცვლილებები იგეგმება  – მთავრობის  ხელმძღვანელის პოსტზე ვახტან ყოლბაია შესაძლოა, ლუკა კურტანიძემ ჩაანაცვლოს.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...