მთავარისიახლეებისაზოგადოებამოსამართლემ, რომელმაც დავით კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება...

მოსამართლემ, რომელმაც დავით კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოიხსნა

Published on

მოსამართლემ, რომელმაც დავით კირკიტაძე ციხეში გაუშვა, იმავე დღეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება გამოიხსნა. "presa.ge-ს" ინფორმაციით მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალურ მდივნის დაკავების დღეს, 2018 წლის 17 დეკემბერს, საჯარო რეესტრს განცხადებით მიმართა იპოთეკის მოხსნის თაობაზე, თბილისში მდებარე უძრავ ქონებაზე. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი ნარიმანიშვილს, უძრავ ნივთზე იპოთეკა ზუსტად 20 დეკემბერს, დავით კირკიტაძისათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების დღეს მოეხსნა. "presa.ge-ს" ხელმძღვანელი ამ ფაქტზე მოსამართლისგან განმარტებებს ელოდება.
 
"დაიწერა განცხადება 17 დეკემბერს დაიწერა განცხადება საჯარო რეესტრში იპოთეკის მოხსნის შესახებ და დაკმაყოფილდა 20 დეკემბერს. 20 დეკემბერს უკვე დავით ნარიმანიშვილის ქონებას იპოთეკა აღარ აქვს, 20 დეკემბერს ის უშვებს დავით კირკიტაძეს ციხეში, ასრულებს პოლიტიკურ ბრძანებას,"-აცხადებს ”PRESA.GE”-ს ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე. 

სიახლეები

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება

19-20 სექტემბერს ზუგდიდის თანამედროვე ხელოვნების ფესტივალი „F5“ გაიმართება. მასში ქართველი პოეტები, მწერლები, რეჟისორები, კინომცოდნეები...

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა

საქართველოში ბოლო ერთ კვირაში საწვავი 10 თეთრამდე , დიზელი 16 თეთრამდე გაძვირდა - ინფორმაციას...

რეალური ტელეფონის ნაცვლად თაბაშირისგან დამზადებული ტელეფონებს ალომბარდებდა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობის, თაღლითობის...

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების „ლინდსი გრემის კანონპროექტი“ მიიღო

ისტორიული გადაწყვეტილება მიღებულია - შეერთებულ შტატებში რუსეთის წინაააღმდეგ, ახალი, ყველაზე მძიმე სანქციების შემოღებას დაუჭირეს...