მთავარისიახლეებისამართალიპროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელის ვინაობა ცნობილია - რას უკავშირდება მკვლელობა?

პროკურორ ვახტანგ ქირიას მკვლელის ვინაობა ცნობილია – რას უკავშირდება მკვლელობა?

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობაში ეჭვმიტანილი ბიძინა კუჭავაა. ის ტელერადიოკომპანია " საქართველოს ხმის" დირექტორი იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით მას შემდეგ დაასრულა, რაც სამართალდამცავები მასზე გავიდნენ.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურის უფროსი პროკურორი ვახტანგ ქირია სახლიდან 13 იანვარს გავიდა და ოჯახს მას შემდეგ ის არ უნახავს. მისი ძირითადი საცხოვრებელი სამსახურის ადგილმდებარეობის გამო ზუგდიდში ფუძისეული სახლი იყო, თუმცა 13 იანვარს ის ოჯახში იყო ჩამოსული ოჯახის წევრების სანახავად. მეორე დღეს ის ქუთაისში უნდა ყოფილიყო სასამართლო პროცესზე. საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ სახლიდან გასულ პროკურორს მეუღლე 2 საათში დაუკავშირდა, თუმცა ქირიამ მას უთხრა, რომ საუბარი არ შეეძლო, იგივე განუცხადა მან რძალსაც. მოგვიანებით მისი ტელეფონი რუსთავში, ქუჩაში იპოვეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი პროკურორი, ვახტანგ ქირიას ცხედარი სამართალდამცველებმა 16 იანვარს ღამით ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, 24-ე კორპუსის პირველ სართულზე მდებარე ბინაში იპოვეს. ის ცეცხლსასროლი იარაღით იყო მოკლული. წინასწარი ვერსიით მკვლელობის მოტივად მისი სამსახურებრივი საქმიანობა დასახელდა, ვინაიდან მას ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა.
მკვლელობის მოტივზე ჯერ არაფერს არ ამბობენ, თუმცა კულუარული ინფორმაციით ის შეიძლება პირადი ანგარიშსწორებაც იყოს. ამაზე, არსებული ინფორმაციით სამართალდამცვავების მუშაობენ. კერძოდ, მოკლულ პროკურორსა და სავარაუდო მკვლელს შორის უთანხმოება და დაძაბულობა ვალს უკავშირდება. რამდენად შეესაბამება აღნიშნული სიმართლეს, ალბათ მალე გახდება ცნობილი. რაც შეეხება ბინას, სადაც მოკლული პროკურორი აღმოაჩინეს, გავრცელებული ინფორმაციით, კუჭავას მიერ იყო ნაქირავები. მკვლელობის შემდეგ მკვლელი შეეცადა ქალაქი დაეტოვებინა, თუმცა მის კვალს სამართალდამცავები დაადგნენ. ამის შემდეგ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
პროკურორის მკვლელობის ადგილიდან ამოღებულია მხოლო ტყვია, ხოლო ავტომანქანიდან, სადაც კუჭავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, მომცრო ზომის იარაღი. არის თუ არა მკვლელობა და თვითმკვლელობა ერთიდაიგივე იარაღით ჩადენილი, ამას გამოძიება დაადგენს.
ვახტანგ ქირია პროკურატურის სისტემიდან დაახლოებით 10 წლის წინ წავიდა და საქმიანობას მხოლოდ 2-3 წლის წინ დაუბრუნდა.
გარდაცვლილის ცხედარს პროზექტურიდან ზუგდიდში მშობლების სახლში დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენებენ.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...