მთავარისიახლეებიპოლიტიკალიეჟში მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეთაგან ერთი ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილია

ლიეჟში მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეთაგან ერთი ოთარ ფარცხალაძის სიძე ზურა გასიტაშვილია

Published on

ინდენტიფიცირებულია ლიეჟის შეხვედრის ჩაშლის მცდელობის კიდევ ერთი  ერთი ორგანიზატორი, იგი  ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძესთან დახლოებული პირი ზურა გასიტაშვილია. – ინფორმაციას ამის შესახებ ”PRESA.GE” აქვეყნებს
 
ირკვევა, რომ ზურა გასიტაშვილის მეუღლე, ია ფარცხალაძე ოთარ ფარცხალაძის ახლო ნათესავია.  სწორედ ნათესაური კავშირი გახდა გასიტაშვილის პოლიტიკური გააქტიურების საფუძველი. ის ჯერ კიდევ ლიეჟის შეხვედრამდე პოლონეთიდან ცდილობდა ქართული ოცნების პარტიული დავალებების შესრულებას.
 
”PRESA.GE”-ს ინფორმაციით კი პროვოკაციის ორგანიზატორების ნაწილის დაფინანსება, ანუ მათი ლიეჟში ჩასვლა და დავალებების შესრულება, ქართულ ოცნებას ჯამში 250 ათასი დოლარი დაუჯდა.
 
"ჩვენ მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძის სიძე აქტიურობდა, ის აგროვებდა ე.წ. ემიგრანტებს იმისთვის, რომ შემდეგ მოეწყოთ პროვოკაციები და ეცადათ ლიეჟის შეხვედრის ჩაშლა. ეს პიროვნება ჯერ კიდევ პოლონეთიდან მართავდა პროცესებს იქამდე ვიდრე დაიწყებოდა ლიეჟის შეხვედრა, ერთ ე.წ. ემიგრანტს აძლევდნენ 150 ევრომდე,"-განაცხადა ”PRESA.GE”-ს დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ.

სიახლეები

ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით -სააკაშვილი

“ძალიან საშიში პროცესი დაჩქარდა კატასტროფული ტემპით. ახლა გასაგებია თუ რას ამზადებენ რუსოფობიაზე საუბრებით. საქართველოში...

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა პროკურატურასთან აქციებს აანონსებს. თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს,...

კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს 12 ადამიანი ემსხვერპლა

20 აგვისტოს დილის საათებში რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანა, რის შედეგადაც, სულ...

ტრამპმა ირანის წინააღმდეგ “ყველაზე დამანგრეველი ეკონომიკური ოპერაცია” გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ "ეკონომიკური ოპერაციის დაწყება" გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი...