მთავარისიახლეებისაზოგადოებაბაჩანა შენგელიას დღეს პროკურატურაში გამოკითხვაენ

ბაჩანა შენგელიას დღეს პროკურატურაში გამოკითხვაენ

Published on

ია კერზაიას საქმის ირგვლივ დაწყებული გამოძიების ფარგლებში დღეს მთავარ პროკურატურაში ბაჩანა შენგელიას გამოკითხავენ. ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი ამბობს, რომ ეს არ უნდა იყოს გამოძიება გამოძიებისთვის, რადგან აუცილებელია, საქმეზე დადგინდეს სიმართლე. ბაჩანა შენგელია მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან და მიაწოდოს პროკურატურას მის ხელთ არსებული ინფორმაცია, მათ შორის სავარაუდო გაყალბებული დოკუმენტების შესახებაც. ის საგამოძიებო უწყებას გადასცემს ასევე ვიდეო ჩანაწერსაც, რომლის შინაარსსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე წინასაწარ არ ასაჯაროვებს, თუმცა ამბობს, რომ საქმისთვის ეს ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება.პროკურატურამ ია კერზაიას საქმეზე გამოძიება თანამდებობრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების მუხლით დაიწყო.
"ყველა სცენარისთვის მზად ვართ, ყველაზე მეტად არ მინდა რომ ეს უბრალოდ გამოძიება გამოძიებისთვის იყოს. წარვუდგენთ იმ ფაქტს რომ არ იყო არანაირი მომჩივანი, რომ გაყალბებულია საჩივრის ავტორი და წერილი, ის რომ წინასწარ განზრახული პოლიტიკური ანგარიშსწორება იყო ეს და არ იყო ინსპექტირების პროცესი, არის გარკვეული ვიდეომასალაც, რომელსაც ვაპირებთ რომ მივაწოდოთ,"-აცხადებს ბაჩანა შენგელია. 

სიახლეები

მართვის მოწმობის როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული გამოცდა მარტივდება

სატრანსპორტო საშუალებების მართვის მოწმობის აღების წესი და პირობები იცვლება. შესაბამისი ბრძანება შინაგან საქმეთა მინისტრმა,...

ლევან ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტ საბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა...

მურთაზ ზოდელავას 9 თვიანი პატიმრობა შეეფარდა

ყოფილ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე 9 თვიანი...

ღალატი იყო და იქნება, მთავარია ჩვენ ამას არ შევეგუოთ – ვინ უღალატა სააკაშვილს?

ვინ უღალატა მიხეილ სააკაშვილს? - საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სკანდალური განცხადება სასამართლო პროცესზე გააკეთა და...