მთავარისიახლეებისამართალიგენერალური პროკურორის მოადგილე ადასტურებს, რომ რომ გარდაცვლილი ვახტანგ ქირიაა

გენერალური პროკურორის მოადგილე ადასტურებს, რომ რომ გარდაცვლილი ვახტანგ ქირიაა

Published on

თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე -7 კვარტალში, 24 -ე კორპუსში აღმოჩენილი მამაკაცის ცხედარი 5 დღის წინ დაკარგულ ვახტანგ ქირიას ეკუთვნის – აღნიშნული ცოტა ხნის წინ, შემთხვევის ადგილზე ყოფნისას ჟურნალისტებს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა დაუდასტურა. ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ის მოკლული, გაბიტაშვილმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ მოკლულია, თუმცა განცხადება ამის შესახებ მოგვიანებით გავრცელდება.
შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე იმყოფებიან გარდაცვლილის ახლობლებიც. გავრცელებული ინფორმაციით, ბინა სადაც სავარაუდოდ გარდაცვლილი პროკურორი იპოვეს, ქირავდებოდა ხოლმე. კორპუსის მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ სამართალდამცავები რამდენიმე დღის განმავლობაში ამოწმებდნენ მათ ბინებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პროკურორი 5 დღის წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ გაუჩინარდა. ამ დრომდე მას როგორც ახლობლები და ოჯახის წევრები, ასევე სამართალდამცავები ეძებდნენ. ცუშინ სამართალდამცავებმა ქალაქ რუსთავში მისი პირადი მობილური ტელეფონი იპოვეს, თუმცა ამ დრომდე უცნობია გარდაცვლილი პროკურორის ავტომობილის ადგილსამყოფელი.
პროკურორის გაუჩინარების ერთ-ერთ მიზეზად მისი სამსახურეობრივი საქმიანობა სახელდება. კერძოდ, მას ზუგდიდის საოლქო პროკურატურაში ოკუპირებულ აფხაზეთში მომხდარი დანაშაულები ებარა. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორს ოთხი დღის წინ უცნობმა პირებმა დაურეკეს, რომლის შემდეგ ის სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არ დაბრუნებულა. ამ პერიოდის განმავლობაში მან მობილურ ტელეფონს მხოლოდ ერთხელ უპასუხა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის უფროსი პოკურორის ვახტანგ ქირიას ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე კვლავ გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

სიახლეები

მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა

კახეთში მოზარდის გაუპატიურებაში ბრალდებულ ტაქსის მძღოლს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში...

სკოლის მოსწავლე, რომელსაც ნადირობისას ბრმა ტყვია მოხვდა, გარდაიცვალა

თერჯოლაში უბედური შემთხვევის შედეგად მე-12 კლასის მოსწავლე ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა - ამის შესახებ ინფოემაციას...

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - ტელევიზიის დამფუძნებელი და მოქმედი დირექტორი ვატო წერეთელი...

გამოცდების ეროვნული ცენტრი – ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგად, 1715 აბიტურიენტიდან სწავლის უფლება 1242-მა მოიპოვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შედეგები...