მთავარისიახლეებიეკონომიკაგიორგი ქადაგიძე: მე ვადის ამოწურვამდე ეროვნული ბანკიდან წასვლას არ ვაპირებ.

გიორგი ქადაგიძე: მე ვადის ამოწურვამდე ეროვნული ბანკიდან წასვლას არ ვაპირებ.

Published on

 

„მე ვადის ამოწურვამდე ეროვნული ბანკიდან წასვლას არ ვაპირებ. ეს საქართველოში ყველაზე გამართული ინსტიტუციაა და ესარის ყველას აერთაშორისო ორგანიზაციის შეფასება. ეს არის იმ გუნდის დამსახურება, რომელიც მაღალპროფესიულად აკეთებს თავის საქმეს,“-განაცხადა გიორგი ქადაგიძემყოფილი პრემიერის გუშინდელი განცხადებების პასუხად. 

პრემიერის განცხადებებს ეხმაურება "საერთაშორისო სავალუტო ფონდის“მისიის ხელმძღვანელი საქართველოში აზიმ სადიკოვი   და ამასთან  ავრცელებსოფიციალურ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია, რომ ბოლო პერიოდში გაკეთებული შეთავაზება ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, რისკის ქვეშ დააყენებს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხზე კონსულტაციები გამართოს ყველა დაინტერესებულ მხარესთან და საერთაშორისო ექსპერტებთან. თუ ამ კონსულტაციებით გადაწყდება, რომ ცვლილებები შევიდეს ეროვნული ბანკის კანონმდებლობაში, ნებისმიერმა ცვლილებამ უნდა დაიცვას საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს, რომ მისი მმართველობა და ოპერაციები შეესაბამებოდეს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადყოფნას გამოთქვამს, გაუწიოს დახმარება ამ სფეროში", – ნათქვამია განცხადებაში.

 ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შელახვა შეასუსტებს ამ ინსტიტუტს, ძირს გამოუთხრის მისი სავალუტო და ფინანსური პოლიტიკის სანდოობას, ასევე  შეუქმნის საფრთხეს ინვესტორთა ნდობას.

 

 

სიახლეები

დაკავებულია წითელი ცირკულარით ძებნილი 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის...

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა

სარჯველაძე დიუშენის მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის...

ზუგდიდში მუნიციპალური ტრანსპორტის საფასური იზრდება

ზუგდიდის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა ქალაქში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულების 50-60%-ით გაძვირებას. ეს...

EU საქართველოსთან დიალოგს გამართავს, განიხილავენ უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებას – იოზვიაკი

EU 11 ივნისს საქართველოსთან სავიზო დიალოგის გამართვას გეგმავს - ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ვიზალიბერალიზაციის...