მთავარისიახლეებისაზოგადოებაშესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი - სახალხო დამცველის...

შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი – სახალხო დამცველის ანგარიში

Published on

 
შესწავლილი 108 სკოლიდან 16-ში საერთოდ არ არსებობს სასმელი წყალი, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომელმაც წარმოადგინა ანგარიში – "წყალსა და სანიტარიაზე უფლების ხელმისაწვდომობა საქართველოს საჯარო სკოლებში".
 
მისივე თქმით, ძირითადი პრობლემები ამ მიმართულებით მაღალმთიან სოფლებშია.
 
"წყალზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური უფლება. ამ კვლევის ფარგლებში, 6 რეგიონში შევისწავლეთ 108 სკოლა, საიდანაც 16 სკოლაში საერთოდ არსებობს სასმელი წყალი. სკოლების დიდ უმრავლესობაში საერთოდ არ ხდება სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი. ძალიან ხშირ შემთხვევაში ხელმისაწვდომი არაა სამეურნეო წყალი. ეს იწვევს იმას, რომ ბავშვები მთელ რიგ შემთხვევებში ვერ იღებენ სასმელი წყლის იმ რაოდენობას, რაც უნდა მიიღონ სწავლის განმავლობაში. ასევე მძიმე ვითარებაა სანიტარული თვალსაზრისით სკოლის საპირფარეშოებთან მიმართებით. მათი დიდი უმრავლესობა არის განთავსებული ეზოში, ხშირ შემთხვევაში, არაა იზოლირებული კაბინები. გვხვდება ბიჭებისთვის და გოგონებისთვის საერთო საპირფარეშოები. ეს მდგომარეობა სერიოზულად აფერხებს ბავშვების განვითარებას, მათ გაკვეთილებზე დასწრებას", – განაცხადა ლომჯარიამ

სიახლეები

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო

რუსეთმა ჩრდილოეთ კორეისგან 8 500-ზე მეტი სამხედრო მიიღო, მათ შორის 400 დრონის ოპერატორი -...

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს

უკრაინულმა დრონებმა რუსეთში სამარის ოლქში ნოვოკუიბიშევსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს, რომელიც роснефть-ს ეკუთვნის. გავრცელებულ კადრებში...

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...