მთავარისიახლეებიპოლიტიკალიეჟში სააკაშვილთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს

ლიეჟში სააკაშვილთან შეხვედრის ჩაშლა სცადეს

Published on

ხმაური ლიეჟის კონგრესის დარბაზში, სადაც ქართველი ემიგრანტებისა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა მიმდინარეობს – აგრესიული ადამიანების ჯგუფმა სხდომათა დარბაზში შესვლა და შეხვედრის ჩაშლა სცადა. კონგრესის სასახლეში სააკაშვილის საწინააღმდეგო პლაკატებით მისული ადამიანები რეგისტრაციის გავლას ცდილობდნენ. რეგისტრატორებმა მათ სთხოვეს ეჩვენებინათ პლაკატები, რომლის შეტანასაც აპირებდნენ დარბაზში. მათ უარი თქვეს პლაკატების ჩვენებაზე რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა.პირებმა, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობდნენ, მედიასთან საკუთარი ვინაობის დასახელება არ ისურვეს.„საქართველოდან ჩამოვედი, არავინ არ დამაფინანსა. ჩემი სახსრებით ჩამოვედი. შენი რა საქმეა რა დამიჯდა, რატომ ჩაგაბარო აჩოტები. თქვენ რამდენს გიხდიან? რატომ არ გვიშვებენ, იქნებ რა კითხვა მაქვს. მე ვარ ქართველების მხარდამჭერი, იმიტომ რომ ქართველი ვარ,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა, რომელიც დაპირისპირებაში მონაწილეობდა და რომელსაც თან ჰქონდა პლაკატი მიხეილ სააკაშვილის ფოტოებით და წარწერით – "We do not trust you."
 
შეხვედრაზე მისული ემიგრანტების ნაწილს კი არ დაუმალავს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.
 
„რა თქმა უნდა ჩვენი მთავრობაა და რატომ არა ვარ და პატივს ვცემ ჩვენს არჩევანს,“-განაცხადა ერთ-ერთმა პირმა.

სიახლეები

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...

ნანუკა ჟორჟოლიანმა მცხეთის იზოლატორი დატოვა

ჟურნალისტმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, სამდღიანი პატიმრობის შემდეგ, მცხეთის იზოლატორი დატოვა. მას საპატიმროსთან ოჯახის წევრები და აქტივისტები...

პაპუაშვილი- ევროპარლამენტში ზოგი ისეთია, ნება რომ მისცე, რაკეტებსაც დაგვიშენდნენ

ევროპარლამენტში ზოგი ისეთი ხალხია, ნება რომ მისცე რაკეტებსაც დაგვიშენდნენ საქართველოს, ჭკუა მათ არ მოეკითხებათ....