მთავარისიახლეებიპოლიტიკააფხაზეთის მთავრობამ 2,357.60 ლარი დახარჯა მარტო ორ ,,მივლინებაში'', რომელიც ...

აფხაზეთის მთავრობამ 2,357.60 ლარი დახარჯა მარტო ორ ,,მივლინებაში”, რომელიც საერთოდ არ ყოფილა

Published on

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატისა და მთავრობის სარეზერვო ფონდის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის აუდიტი განახორციელა. 
 
აღნიშნულ პერიოში აუდიტის სამსხურმა რამდენიმე ხარვეზი და ნაკლოვანება გამოავლინა, მათ შორის  მივლინებების დამთავრობის სარეზერვო ფონდიდან მატერიალური დახმარების გაცემის  საკითხებში.
 
. „ფაქტობრივად ვერ დასტურდება კონკრეტულად რა სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად იქნა მივლინებული მთავრობის აპარატის საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 2-ჯერ, პოლონეთის ქალაქ კრაკოვსადა იორდანიის ქალაქ ელ-მაფრაკში. ვინაიდან აღნიშნული გამგზავრებები, მათი მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საერთოდ არ ყოფილა მივლინება, მთავრობის აპარატის მიერ ორივე „მივლინებაზე“ გაწეული ხარჯები, ჯამში 2,357.60 ლარი გახარჯულია კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსაბამოდ“, – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
 
,,2017 წელს მთავრობის თავმჯდომარის ბრძანებების საფუძველზე, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან სოციალური მდგომარეობის გამო გაიცა 97,600.00 ლარის მატერიალური დახმარება. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მდგომარეობის გამო მატერიალური დახმარებები 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების ასიგნებებში. გარდა ამისა დადგინდა, რომ ერთი და იგივე პიროვნებები ყოველწლიურად და წელიწადში რამდენიმეჯერაც კი ფინანსდებოდნენ, მაშინ როდესაც, მსგავსი პრობლემების მქონე პირების იმავე ტიპის რიგი განცხადებები არ დაკმაყოფილდა სარეზერვო ფონდიდან და გადაიგზავნა სხვადასხვა უწყებაში, ან არც დაკმაყოფილებულა და არც გადაგზავნილა. სარეზერვო ფონდიდან ფიზიკური პირების დაფინანსების პროცესში არ იყო დაცული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები“, – წერია აუდიტის დასკვნაში.
 
.აუდიტი 2017 წლის პირველი იანვრიდან 2018 წლის პირველ იანვრამდე პერიოდს მოიცავს.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...