მთავარისიახლეებიპოლიტიკაუშველის თუ არა ეკა ბესელიას ოლიგარქის გულის მობრუნებაში განცხადება : ყველაფერს გავაკეთებთ...

უშველის თუ არა ეკა ბესელიას ოლიგარქის გულის მობრუნებაში განცხადება : ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შევუშალოთ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით უკან დაბრუნებას

Published on

ყოველთვის დგება პოლიტიკოსის ცხოვრებაში ეტაპი, როდესაც დგახარ გადაწყვეტილების წინაშე. ეს ახლა სხვა ტიპის არჩევანია ჩვენთვის, ეს არის საპასუხისმგებლო პოლიტიკური პროცესი. დრო გვჭირდება გასარკვევად, სად ვაგრძელებთ და ვისთან ვაგრძელებთ ბრძოლას იმ ღირებულებებისთვის, რომელზეც მე პირადად უარი არასოდეს მითქვამს, არ უთქვამს გედი ფოფხაძეს, ლევან გოგიჩაიშვილს და სხვებს. ჩვენ არ შეგვიცვლია ღირებულებათა სისტემა. ჩემი აზრით, შეიცვალა იმ ადამიანების ხედვა, ვისთან ერთადაც მოვდიოდი. ამიტომ დგას ეს არჩევანი პირადად ჩემთვის",- განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბარში
 
მისივე თქმით, თარიღს, როდის გამოაცხადებს თავის გადაწყვეტილებას, უახლოეს დღეებში იტყვის.
 
"ახლა მიჭირს ამის თქმა იმიტომ, რომ ჩემს მეგობრებსაც ვესაუბრები ამის თაობაზე. ერთადერთი რამის თქმა შემიძლია – რას გამოვრიცხავ. გამოვრიცხავ დავიმალო, გამოვრიცხავ გავუჩინარდე და ვერ მიპოვოთ, გამოვრიცხავ, ბრძოლა შევწყვიტო და გავჩერდე, გამოვრიცხავ, ეს ღირებულებები შევიცვალო. ერთადერთი, რაც მაფიქრებს არის ის, რომ არცერთი ჩვენი ნაბიჯით, არცერთი ჩვენი გადაწყვეტილებით არათუ ხელს არ შევუწყობთ და არ მივეხმარებით, არამედ, ყველაფერს გავაკეთებთ ხელი შევუშალოთ სააკაშვილის და მისი გუნდის რევანშით უკან დაბრუნებას. ეს არის მთავარი, ამიტომ სიფრთხილით ვეკიდებით ჩვენს ნაბიჯებს", – განაცხადა ბესელიამ

სიახლეები

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ

რუსეთიდან საქართველოში შემომსვლელთა რაოდენობის ზრდის ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტები შესაძლო რისკებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, მგზავრთა...

რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო – ურსულა ფონ დერ ლეიენი

"რუსეთი აგებს ომს, რომელიც მანვე დაიწყო. შურისძიების მიზნით ის მიზანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო...

ზარქუა ღარიბაშვილზე: მე მაინც მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს გაუგებრობასთან

ჩემთვის რაც არ უნდა მძიმე იყოს ამ თემაზე საუბარი, და ნამდვილად მძიმეა, მე მაინც...

ბაჩალიაშვილის დედა დღეს, 17:00 საათზე პროკურატურაში დაიბარეს

თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ პროკურატურიდან დაურეკეს და დღეს, 17:00...