მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოში არსებული ვითარება და ქვეყნის მომავალი- მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

საქართველოში არსებული ვითარება და ქვეყნის მომავალი- მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს

Published on

ბელგიის ქალაქ ლიეჟში დაგეგმილ თანამემამულეთა კრების წინ, მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტში შეხვედრებს მართავს.
 
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკვე გამართა მოლაპარაკება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელებთან. საუბრის მთავარი თემა საქართველოში არსებული ვითარება და ქვეყნის მომავალი იყო. ევროპარლამენტის წევრმა ტრაიან ინგურეანუმ საქართველოში არსებულ მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ ფონზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში ხშირია პოლიტიკური ნიშნით დევნა და სწორედ ამიტომ პოლიტპატიმრების რიცხვიც დიდია. მან ასევე ოლიგარქიულ მმართველობაზეც ისაუბრა. 
 
„საქართველოში იგივე სურათს ვხედავ როგორიც მოლდოვაშია. ერთი ან ორი ოლიგარქი აკონტროლებს ძალაუფლებას, მედიას, გავლენას ახდენენ სასამართლო გადაწყვეტილებებზე. ვხედავ აშკარა პოლიტიკური მიზეზის გამო ხალხს ციხეში, მათ შორის ყოფილ პოლიტიკოსებს. ვერაფერზე ვერ ვიტყვით რომ სწორად კეთდება. ეკონომიკა ინგრევა, დაბალია სტანდარტები, არ ვითარდება ინფრასტრუქტურა. ჩვენ გვინდა რომ საქართველო ძლიერი პოლიტიკური სისტემის მქონე ქვეყანა იყოს, რომ მათ ჰქონდეს ჯანსაღი ეკონომიკა, მაგრამ როგორც ვხედავთ საქმეები კარგად არ მიდის, ისე მაგალითად როგორც 8 წლის წინ იყო,”-აცხადებს ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან ტრაიან ინგურეანუ.
 
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ევროპელი დეპუტატები ბიძინა ივანიშვილზე მაღალი წარმოდგენის არ არიან. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ივანიშვილმა საქართველოში ისე შეცვალა ვითარება, როგორც ეს რუსეთს აძლევს ხელს. მისი თქმით, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების ლობისტები პრორუსები არიან და ასევე ახლახანს სალომე ზურაბიშვილს დაუნიშნეს მრჩევლად პირი, რომელსაც რუსეთი სეპარატისტული რეჟიმის ლობირებისთვის ქირაობდა. 
 
„მართლაც, ხალხი სულ უფრო ხვდება რასთან აქვთ საქმე. საქმე აქვთ იმასთან, რომ პრაქტიკულად საქართველოში ხდება ხალხის უკიდურეს გაჭირვებაში ხელოვნურად  შეყვანა და პოლიტიკური სისტემის სახელმწიფო აპარატის მთლიანად მიტაცება. საქართველო ხდება ერთი გაუნათლებელი პირის კერძო საკუთრება.
 
"ერთ-ერთმა დეპუტატმა მითხრა, ივანიშვილს რომ ვხვდებოდით ისეთი შთაბეჭდილება გვქონდაო ისე გველაპარაკებოდა, როგორც მონებსო ჩვენ ევროპელებს, ქართველებს როგორ დაელაპარაკება ხო წარმოგიდგენიაო. ამათ თავის ლობისტები ჰყავთ, მაგალითად ლატვიელი პრორუსი დეპუტატი. რატომღაც სულ პრორუსებს ეყრდნობიან. ახლა სალომე ზურაბიშვილს დაანიშნინეს მრჩევლად ცაბოშვილი, ცაბოევა, რომელიც იყო ოსური სეპარატისზმის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი რუსეთის  მიერ დაქირავებული აქ დასავლეთში.
 
"თუ ბრამა არ ხარ უნდა დაინახო, საიდან ხდება რომ აქ ბრიუსელში რუსებს ეყრდნობიან, მრჩევლად რუსებს ნიშნავენ. სახელმწიფო აპარატის გამოფიტვა ხდება ისე, როგორც რუსებს უნდა. აქედან გამოსავალი მხოლოდ ერთია, ჩვენ ველოდებით ათასობით ადამიანს ველოდებით ნამდვილ დისკუსიას და დარწმუნებული ვარ შევძლებთ სწორი გეგმის ნახვას,“-აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
 
 

სიახლეები

სასამართლომ გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად შეფარდებული პატიმრობა ძალში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნატო ხუჯაძემ 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით...

იტალიაში ქურდობისთვის ქართველი კაცი დააკავეს

იტალიაში ვერონას კარაბინერებმა (ადგილობრივი პოლიცია) ქართველი კაცი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის...

კოლუმბიის პრეზიდენტი ტრამპთან შეხვედრას დათანხმდა

კოლუმბიის პრეზიდენტი, გუსტავო პეტრო აცხადებს, რომ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებას დათანხმდა. ისინი ვაშინგტონში გამართავენ...

რუსული მედიის მტკიცებით, აშშ-ის მიერ დაკავებული ნავთობტანკერის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა

რუსულ მედიასა და ომის მხარდამჭერ რუსულ ტელეგრამ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ აშშ-ის...