მთავარისიახლეებიპოლიტიკა"სკოლამ შემოწმებაზე იცოდა"-ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი ია კერზაიას შვილის ბრალდებებს პასუხობს

“სკოლამ შემოწმებაზე იცოდა”-ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორი ია კერზაიას შვილის ბრალდებებს პასუხობს

Published on

 ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელი ია კერზაიას შვილის ბრალდებებს პასუხობს. კახა ფარცვანია ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ გენერალური ინსპექციის გადაწყვეტილება მეორე დღესვე გადააგზავნა სკოლაში, რის შესახებაც თავად ია კერზაია ინფორმირებული იყო. ფარცვანია სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ სკოლის დირექტორზე ზეწოლის ფაქტებსაც უარყოფს.
 
„ამ ბრალდებასთან დაკავშირებით მე მაქვს ეს პასუხი, რომ 22 -ში იცოდა სკოლამ. ანუ გადაეგზავნა ეს დოკუმენტი. დანარჩენი ეს არის საჯარო ინფორმაცია,“-განაცხადა ზუგდიდის რესურსცენტრის დირექტორმა კახა ფარცვანიამ.
 
ზუგდიდის მეექვსე სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილი მომხდარ ტრაგედიაში კიდევ ერთ დამნაშავედ ზუგდიდის რესურსცენტრის ხელმძღვანელს ასახელებს. ია კერზაიას შვილის ინფორმაციით, კახაბერ ფარცვანია არის მთავარი მოქმედი პირი და შუამავალი მეექვსე სკოლის დირექტორის გარდა სხვა პირებზე განხორციელებულ პოლიტიკურ დევნაზე და მას გადადგომისკენ მოუწოდებს.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...