მთავარისიახლეებისამართალიჭითაწყარის სასაფლაოზე საფლავიდან ბიუსტის მოპარვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

ჭითაწყარის სასაფლაოზე საფლავიდან ბიუსტის მოპარვის მცდელობისთვის ერთი პირი დააკავეს

Published on

პოლიციამ საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ლ. გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის N1 სასაფლაოზე, ერთ-ერთი საფლავიდან ბიუსტის მოპარვას ცდილობდა, რა დროსაც იგი პოლიციამ ადგილზე დააკავა. გამოძიება საფლავზე არსებული ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-258-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

სიახლეები

გელა ხასაია ციხეს ხვალ დატოვებს

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ წევრი, გელა ხასაია სასჯელაღსრულების დაწესებულებას ხვალ დატოვებს. კოალიციის წევრები და გელა ხასაიას მეგობრები...

სააპელაციო სასამართლომ მეგის ქარდავას 9-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კასრების საქმეზე სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას განაჩენი ძალაში...

უკრაინამ ხუთ დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნა და 150 ოკუპანტი დაატყვევა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია „ვივალდის“ ფარგლებში დონეცკის ოლქის დასახლება ლიმანის მიმართულებით კიდევ სამი დასახლებული...

დრონების თავდასხმების გამო ნგრევაა კიევში – ზელენსკი

"მთელი ღამისა და დილის განმავლობაში რუსეთი თავს ესხმის ჩვენს რეგიონებს. ხარკოვში მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლზე...