მთავარისიახლეებიპოლიტიკაfreedom house-ის 2019 წლის ანგარიშში საქართველოს შარშანდელზე ერთით ნაკლები-63 ქულა აქვს.

freedom house-ის 2019 წლის ანგარიშში საქართველოს შარშანდელზე ერთით ნაკლები-63 ქულა აქვს.

Published on

2019 წლის ანგარიშში, საქართველოს შარშანდელზე ერთით ნაკლები-63 ქულა აქვს. 
 
freedom house-ის ანგარიშში საქართველოსთვის ქულის დაკლების მიზეზად ვაშინგტონში  ასახელებენ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის დროს გამოვლენილი პრობლემებსდა ამასთან  ვალების ჩამოწერის დაპირებაც , რაც  ქვეყნის დემოკრატიული პროგრესისთვის შემაფერხებელი ფაქტორი გახდა.
 
“პირველი სფერო, არჩევნები იყო. როგორც იცით, საქართველოში, ბევრ მის მეზობელთან შედარებით, მრავალი წლის განმავლობაში ძალიან კარგი არჩევნები ტარდებოდა და საკმაოდ კარგი იყო ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურამდეც. მეორე ტურის დროს კი 2 მიზეზით გაუარესდა:
 
. უპირველეს ყოვლისა, კარგი იყო ის, რომ არჩევნები, ნამდვილად კონკურენტულად მიმდინარეობდა და წარსულში ჩატარებული არჩევნებისგან განსხვავებით არავინ იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა და ვხედავთ, ეს რამდენად მნიშვნელოვანია. ის, რომ შედეგი გაურკვეველი იყო, ძლიერ მოტივაციად იქცა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც შედეგებზე მანიპულირების მოხდენა სურდათ. ცნობები სანდო მიზეზს იძლევა იმის დასაჯერებლად, რომ არჩევნების ადმინისტრირებაში ნაკლოვანებები იყო. ხალხისთვის სესხების დაფარვა, იქნებოდა ეს ხმების მოსყიდვა, თუ სხვა რამ, უდაოდ პოპულისტური დაპირება გახლდათ.
 
მეორე ნეგატიური ცვლილება შავი ზღვის უნივერსიტეტის დახურვა ან მისთვის ლიცენზიის შეჩერება გახდა. დეტალები არ ვიცი, რა და როგორ მოხდა, ცნობილია, რომ გადასახადები არ გადაუხდიათ, თუმცა არსებობს რამდენიმე სარწმუნო მიზეზი დავიჯეროთ, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული იყო. რა თქმა უნდა, პოლიტიკის გამო უნივერსიტეტის დახურვა, თუ ნამდვილად ასე მოხდა, შეშფოთების საბაბი იქნება,”-განაცხადა  freedom house-ის დირექტორმა  მარკ ბერენტმა
 
freedom house საქართველოს დემოკრატიისთვის გამოწვევად მიიჩნევს იმას, რომ პოლიტიკურ პროცესებზე გავლენები აქვთ პირებს, რომლებიც დღეს არჩეულ თანამდებობებს არ ფლობენ. მარკ ბერენტი მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილზე საუბრობს. 
 

სიახლეები

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია

აკადემიკოსი, გიორგი ჩახუნაშვილი თავისუფალია - 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა პირველი კომენტარი მედიასთან რამდენიმე წუთის...

საქართველოში ამინდი უარესდება

19 და 20 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია...

მოინანიეთ და აღიარეთ დანაშაული – კობახიძე აქციის დროს დაკავებულებს მიმართავს

ირაკლი კობახიძე აქციების დროს დაკავებულ ადამიანებს გარიგებას სთავაზობს - "ქართული ოცნების" პირობა ასეთია: "მოინანიეთ...

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

რუსეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს - მედია წერს, რომ არჩევნებში მონაწილე ათივე პარტია, მცირე გამონაკლისების...