მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშია სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების იდეას ეწინააღმდეგება

თენგიზ ჯგუშია სკეიტ-პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების იდეას ეწინააღმდეგება

Published on

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია  ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენების იდეას აპროტესტებს. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებს განუცხადა. ჯგუშიას თქმით, უფუნქციოდ დარჩენილი ყინულის სახლის გადატანის იდეას მიესალმება, თუმცა მის ადგილზე,  რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენებას არა. მისი თქმით, ამ იდეას ზუგდიდელები რეწინააღმდეგებიან და წინააღმდეგ შემთხვევაში აქციები დაიწყება. „დღეს საუბარი არის აბსოლუტურად უფუნქციო ყინულის სახლი, გადათტანაზე, მაგრამ სანაცვლოდ რა.  „m²“- თან აწარმოებენ, მოლაპარაკებას, რომ  ყინულის სასახლის ნაცვლად ამ ადგილას სასტუმრო აშენდეს. აღშფოთებულია ასი ათასობით ზუგდიდელი, ამ არაკეთილგონივრული გადაწყვეტილებით. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ  რეკრიაციულ ზონაში სასტუმროს აშენება დაუშვებელია, ეს კანონის რეგულაციებიდანაც ამოვარდნილია.  ერთმანეთს,  „m²“-ის, მერიის, გუბერნიის ბიზნეს ხედვები და მოსახლეობის სოციალური პუნქცია ეჯახება. ზუგდიდის მოსახელობის, 85 % წინააღმდეგია აქ სასტუმროს აშენების და თქვენ გინდათ ზუგდიდელების წინააღმდეგ წახვიდეთ. გპირდებით აქ მიიღებთ ათი ათასიან აქციებს“, – აცხადებს ჯგუშია.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...