მთავარისიახლეებიპოლიტიკა"თქვენ ხართ არასრულფასოვანი ქალაქის მაჟორიტარი"- მერაბ ქვარაიას 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას...

“თქვენ ხართ არასრულფასოვანი ქალაქის მაჟორიტარი”- მერაბ ქვარაიას 2018 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციისას საყვედური უთხრეს [Video]

Published on

„თქვენ ხართ არასრულფასოვანი ქალაქის დეპუტატი"- ამ  სიტყვებით მიმართა ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გელა მამფორიამ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატს მერაბ ქვარაიას დარბაზში, სადაც ქვარაიამ 2018 წლის მუშაობის ანგარიში წარადგინა. „თავად მერაბ ქვარაია იყო ინიციატორი ქალაქის თვითმმართველი სტარუსის აღდგენის და აგროვებდა ხელმოწერებს, რათა ზუგდიდს დაებრუნებინა თვითმმართველი ქალაქის სტატუსი, ახლა, როცა 2016 წელს ეს სტატუსი ჩამოერთვა, ვფიქრობ, რომ იმ კომიტეტმა, რომლის თავმჯდომარეც პარლამენტში არის მერაბ ქვარაია, ეს არის თვითტმართველობის კომიტეტი, უნდა იმუშაოს და დაინტერესდეს ამ საკითხით..ეს არ არის არა მარტო ჩეწმი გულისტკივილი, მე აქ გამოვხატე თითოეული ზუგდიდელის აზრი და მიმაჩნია, რომ მაჟორიტარ დეპუატატი ამ თემით უნდა ინტერესდებოდეს. მე არ ვარ არც ერთი პოლიტიკური ფრთის წარმომადგენელი, გამოვხატავ ჩემს მოქალაქეობრივ პოზიციას“- განაცხადა გელა მამფორიამ. მოქალაქის კითხვას დეპუტატმა უპასუხა, მერაბ ქვარაიას თქმით: „არ შეიძლება მუდმივი ცვლილება გადაწყვეტილებების, ჩვენ უნდა მივყვეთ იმ სტრატეგიას, რასაც ვირჩევთ ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართულებით“. მაჟორიტარი დეპუტატის პასუხმა გელა მამფორია არ დააკმაყოფილა, მისი თქმით, ეს არ იყო მისაღები პასუხი, რადგან დეპუტატმა მის კონკრეტულ კითხვას მხოლოდ ზოგადად უპასუხა.
მერაბ ქვარაიამ 2018 წლის ანგარიშის პრეზენტაცია გუბერნიის შენობის დარბაზში გამართა.
 
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....