მთავარისიახლეებისაზოგადოებათენგიზ ჯგუშია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებისა და განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

თენგიზ ჯგუშია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შენარჩუნებისა და განვითარების ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის

Published on

"სამეგრელოს ხმის" ლიდერი თენგიზ ჯგუშია მოუწოდებს "ბოტანიკური ბაღების მართვის ცენტრის" დირექტორს ზვიად ქარჩავას, უკან გაიწვიოს საკრებულოსთვის წარდგენილი პროექტი, რომლის მიხედვითაც რეაბილიტირებულ ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. "ბაღის ადმინისტრაცია და ზუგდიდის საკრებულო იწყებს მოლაპარაკებებს და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ბაღში შესვლა იქნება ფასიანი, რასაც კატეგორიულად ვეწინააღმდეგები მე და ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობაც, რაიმე სახის გადასახედის დაწესებას. მე ძალიან კარგად მესმის ფინანსური მნიშვნელობა ასეთი რეკრეაციული ზონისთვის, როგორიც ბოტანიკური ბაღია, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფინანსურ შემოსავლს. რა თქმა უნდა ვიზიტორის და ტურისტისთვის უნდა იყოს ფასიანი, მაგრამ არამც და არამც ადგილობრივისთვის"- განაცხადა თენგიზ ჯგუშიამ.
ის მიმართავს ზუგდიდის მერიას და საკრებულოს ვარაუდის დონეზეც კი არ მოხდეს ამ საკითხის განხილვა. "ვინაიდან ნებისმიერი ზუგდიდელი არის ადგილობრივი ხელისუფლების ამომრჩეველი, ის უკვე არის კონტრიბუტორი იმ ბიუჯეტის, რომელი ბიუჯეტიდანაც დაფინანსება ექნება ამ ბოტანიკურ ბაღს. საიდან დაფინანსება? თენგო ჯგუშიას იდეა ასეთია – აუცილებლად შევქმნით ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის შენარჩუნების და განვითარების ფონდს.ეს ფონდი იქნება იურიდიული პირი, სადაც ყველა ზუგდიდელი, ადგილზე მყოფი თუ საზღვარგარეთ წასული, გაერთიუანდება.ეს ფონდი იქნება ძალიან სერიოზული ფონდი, სადაც რიგითი ზუგდიდელიც სურვილის და შესაძლებლობის ფარგლებში რაღაც თანხას გადაიხდის."-აცხადებს ჯგუშია. "სამეგრელოს ხმის" ლიდერის თქმით, მეორე გზა, ესაა ინვესტორის მოძიება. ის ასევე მოუწოდებს მმართველი გუნდის მაჟორიტარ დეპუტატებს მერაბ ქვარაიასა და ედიშერ თოლორაიას, რომ ეს საკითხი განიხილონ ბიძინა ივანიშვილთან და ითხოვონ დახმარება ბანკი ქართუს საქველმოქმედო ფონდიდან. ასევე ჯგუშია ბაღის ტერიტორიაზე სხვადასხვა ობიექტების (მათ შორის სწრაფი კვების) განთავსების ინიციატივით გამოდის."სამეგრელოს ხმის"ლიდერმა ეს განცხადება დღეს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მერიის ააიპ "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად საკრებულოს წარუდგინა პროექტი, რომლის მიხედვიათაც მიხედვით სავარაუდო  ფასები ასეთია: 
ერთჯერადი შესვლა – 3 ლარი
ერთთვიანი აბონემენტის ფასი – 30 ლარი
სამთვიანის კი 60 ლარი იქნება. ხოლო რაც შეეხება, სადღესასწაულო ღონისძიებებს, 
ბოტანიკური ბაღის ტერიტორიით სარგებლობისთვის თანხა 300 ლარი იქნება. რა დაუჯჯდება ადგილობრივებს ბაღში შესვლა, უცნობია, თუმცა "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორის თქმით, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის ფასები ერთნაირი არ იქნება.

სიახლეები

“ოცნების” რეპრესიები და უკანონოდ დაკავებული აქტივისტები – არასამთავრობო სექტორი

საქართველოში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე და რეპრესიებე არასამთავრობო ორგანიზაციებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა -...

“ბათუმელების” დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბრალი პოლიციელზე თავდასხმის მუხლით წარუდგინეს

"ბათუმელების" დამფუძნებელსა და დირექტორს, მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით წარუდგინეს,...

“ბაბილოსთან” დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა შიმშილობა დაიწყო

რესტორან "ბაბილოსთან" საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, დანიელ ბულკაშვილმა შიმშილობა დაიწყო. დაკავებულმა ადვოკატს უთხრა, რომ...

მჩაგვრელი რეჟიმები ფრთხილად უნდა იყვნენ -გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სოციალურ ქსელში...