მთავარისიახლეებიპოლიტიკათენგიზ ჯგუშია ხელისუფლებისგან ენგურის ხიდზე ე.წ. პოსტის გახსნას და აფხაზეთში მცხოვრები...

თენგიზ ჯგუშია ხელისუფლებისგან ენგურის ხიდზე ე.წ. პოსტის გახსნას და აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის კომპენსირებას ითხოვს

Published on

„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია საქართველოს ხელისუფლებას ენგურის ხიდი ჩაკეტვის გამო სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს. ჯგუშია  პოსტის გახსნას და კომპენსაციას ითხოვს იმ ხალხისთვის, ვისაც ე.წ. საზღვრის გადაკვეთა ძალიან დიდი თანხა უჯდება და ამავე დროს მორალურად თანადგომას საჭიროებს. ამის შესახებ თენგიზ ჯგუშიამ ენგურიის ხიდზე ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.ის მოუწოდებს ყველა შესაბამის სტრუქტურებს დროულად მიიღონ ზომები არსებული ვითარების განსამუხტავად. დეფაქტო მთავრობის განცხადებით, ე.წ. საზღვრის ჩაკეტვა H1N1 ვირუსის გავრცელების საშიშროებიდან გამომდინარე მიიღო.მოქალაქეები, რომლებიც ხიდზე გადმოსვალს ახერხებენ, ამბობენ, რომ სამედიცინო ცნობის საფუძველზე გადმოდიან. იმ კატეგორიისთვის, ვისი გადმოსვლის აუცილებლობაა, მათ ბაჟის სახით თანხის გადახდა უწევთ, რომელიც მათი თქმით, ძვირი უჯდებათ. 
 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...