მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი ვაშაძე: ეს არის პირდაპირ სპეც-სამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, ხელისუფლების თამაში ...

გიორგი ვაშაძე: ეს არის პირდაპირ სპეც-სამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია, ხელისუფლების თამაში ყურადღება გადაიტანოს რაოდენობრივ დაკავებებზე და არა ამ პრობლემის წინააღმდეგ ფუნდამენტურად ბრძოლაზე”,

Published on

. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო-ჩანაწერის გავრცელება სპეც-სამსახურების დაგეგმილია, ხოლო ხელისუფლება კი ცდილობს, ყურადღება გადაიტანოს იმ ადამიანების დაკავებებზე, რომლებსაც ფარული ჩანაწერი პროვოკაციულად გაუგზავნეს პირად შეტყობინებებში.- აცხადებს  გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე.
 
 
"ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირ სპეც-სამსახურების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია. ადამიანების მიმართ, რომელთა დაკავებებიც ხდება, პროვოკაციული ქმედება განხორციელდა. საკუთარ მესენჯერში თქვენც რომ მოგვიდეთ რაღაც შეტყობინება, შესაძლოა, თქვენც ნახოთ. მეც ბევრი შეტყობინება მაქვს, ზოგიერთს ვერც ვნახულობ, ან შესაძლოა მეც გამეხსნა ასეთი შეტყობინება. ჩემს მესენჯერში ბევრი გაუხსნელი მესიჯი მაქვს. ამიტომ, აბსურდია ის, რომ ყველას ასე გავეკიდოთ. მაშინ, შესაძლოა მთელი საქართველო იყოს დასაპატიმრებელი. აქ, კონკრეტულად, საქმე მდგომარეობს იმაში, თუ ვინ დაუკვეთა, ვინ გაავრცელა ეს ყველაფერი. საზოგადოება ამას კარგად აცნობიერებს. ეს არის ხელისუფლების თამაში იმისთვის, რომ ყურადღება გადაიტანოს რაოდენობრივ დაკავებებზე და არა ამ პრობლემის წინააღმდეგ ფუნდამენტურად ბრძოლაზე", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ
 
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოფარულ ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან 9 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
 
გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....