მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხეილ საააკაშვილი: ივანიშვილმა ვერ მოგცათ პური და ახლა გაძლევთ სანახაობას

მიხეილ საააკაშვილი: ივანიშვილმა ვერ მოგცათ პური და ახლა გაძლევთ სანახაობას

Published on

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმაურება    ადამიანის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟს, რომელსაც ივანიშვილის მიერ  ხალხისთვის შეთვაზებულ ბინძურ სანახაობას უწოდებს .

”“ძველი ებრაული გამოთქმაა – ოცნება ფუნთუშაზე არის მხოლოდ ოცნება და არ არის ფუნთუშა. ეს არის ზედგამოჭრილი ე.წ ქართულ ოცნებაზე, ანუ ქურდულ ოცნებაზე. 

ივანიშვილმა ვერ მოგცათ პური და ახლა გაძლევთ სანახაობას, თან როგორ სანახაობას, ყველაზე ბინძურს რაც შეიძლება იყოს – ადამიანის პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟს.

ერთი ფაქტი მაინც გახსოვთ, როცა მე ვიყავი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გასაჯაროვებულიყოს ვინმეს პირადი ცხოვრების კადრი? როგორც კი ივანიშვილი მოვიდა, დაიწყო კადრების გამოგდება. დაიწყო ალასაიას კადრების გამოყენება, როგორც კი ის ოპოზიციაში წავიდა, მერე მასთან დაკავშირებული ერთ-ერთი მინისტრის პირადი კადრები გამოაგდეს, მერე კულტურის მოღვაწის, რომელიც არ მოსწონდათ, მანამდე ჟურნალისტის კადრები და ახლა ამ ქალის კადრები ეს ყველაფერი ერთი მეორეს მიყოლებით. ამის გარდა, გადაუღეს კვირიკაშვილს და ხაზარაძეს, მათ საუბარს გადაუღეს და აჩვენეს ხაზარაძეს და ამის ნიადაგზე გამოაგდეს სისხლის სამართლის საქმე, მართლა ხომ არ ბნელა?!, ან ეს კაცია ივნიშვილი სრული იდიოტი ან ჩვენ და თვენ გონიხართ იდიოტები ჩემო ძვირფასებო, ეს არის ოლიგარქის მართველობის სტილი" – ” – ამბობს მიხეილ სააკაშვილი  თავის პირად ფეისბუქგვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში 

 

სიახლეები

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უზრუნველყოს დამოუკიდებელი გამოძიება – ექიმები

ექიმების ნაწილი BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ გამოძიებას ეხმაურება. ისინი მიმართავენ საერთაშორისო საზოგადოებას, რათა უზრუნველყონ დამოუკიდებელი გამოძიება,...

უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე გამოძიება გრძელდება – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ BBC-ის სიუჟეტის ფარგლებში გამოძიება ორი მიმართულებით მიდიოდა. სუს-ის პირველი...

შსს აქციების დროს ქლორობენზილიდინ მოლონონიტრილს იყენებდა და არა კამიტს – სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ წყლის ჭავლში მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილია,...

როდესაც CS-ს წყალში ურევ, უკვე ნაგავი ხარ – ჟურნალისტი დავით ნიკურაძე

საქართველოს ფარგლებს გარეთ, მათ შორის უმეტესწილად აშშ-ში მიმდინარე მოვლენების, ბუნებრივი კატაკლიზმებისა თუ სახალხო პროტესტის...