მთავარისიახლეებიპოლიტიკათინა ბოკუჩავა - ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო

თინა ბოკუჩავა – ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო

Published on

მარტივი პროცესია, „ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო“, – ამის შესხებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „7VS1” ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
 
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, მანკიერი მოსამართლეების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს, რათა სამომავლოდ სასამართლო ხელისუფლებამ მისი დავალებები უპირობოდ შეასრულოს.
 
„მარტივი პროცესია, „ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მორჩილი სასამართლო. ბიძინა ივანიშვილს სჭირდება მოსამართლე, რომელიც მარტივად გადაუწყვეტს იმ საქმეს, რომელიც მას სჭირდება. მაგალითად დახუროს ესა თუ ის ტელევიზია, რაც ვნახეთ. სჭირდება იმისთვის, რომ ჩაძიროს ესა თუ ის ბიზნესმენი, მოიშოროს ესა თუ ის პოლიტიკური ოპონენტი, რადგან არაერთხელ გვიხილავს ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს გამოყენებით, გახარიას სიტყვებით რომ ვთქვა, როგორ „ჩააგდებს“ ხოლმე კონკრეტულ ოპონენტს ციხეში, მაგალითად იმისთვის, რომ მან ბიძინა ივანიშვილს მოუგო კონკრეტული ოლქი“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....