მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელიას თანაგუნდელები მოითხოვენ დადგინდეს, ვინ იყო კადრების გავრცელების ინიციატორი და...

ეკა ბესელიას თანაგუნდელები მოითხოვენ დადგინდეს, ვინ იყო კადრების გავრცელების ინიციატორი და პირველწყარო

Published on

ეკა ბესელიას თანაგუნდელებს გამოძიებასთან მთავარი მოთხოვნა აქვთ – ისინი მოითხოვენ დადგინდეს ვინ იყო კადრების გავრცელების ინიციატორი და პირველწყარო.
 
ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, აუცილებელია დადგინდეს, ვინ იყო დამკვეთი.
 
„წყაროა ყველაზე მნიშვნელოვანი.ჩვენი მიმართვა და ლოდინი არის სწორედ წყაროს დადგენასთან დაკავშირებით, პირველი ადამიანი ვინ იყო, ვინც ამ კადრების დისტრიბუცია მოახდინა. ზოგმა შემდეგ ვერ გაუძლო ცდუნებას და გამოიყენა შეურაცხყოფისთვის, ესეც დასჯადია, მაგრამ მთავარი არის წყარო,“-ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი.
 
გედევან ფოფხაძე კი იმ პირებს მიმართავს, ვინც ეკა ბესელიასა და მის თანაგუნდელებს კადრების გავრცელების ფაქტის გამოგონებას აბრალებდა და ამბობს,რომ შს სამინისტროში დაწყებულმა გამოძიებამ ამ პირებს პასუხი გასცა.
 
ფოფხაძე ამბობს,რომ ახლა მთავარ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა იყო ამ კადრების გავრცელების მთავარი მიზანი და ვინ გაავრცელა.
 
„შსს-ს გამოძიებამ ეს პოზიცია გააბათილა ბოლომდე და ახლა ვერავინ გვეტყვის,რ ომ ჩვენ მოვიგონეთ და ჩვენი ფანტაზიის ნაყოფია. ჩემთვის მთავარი არის მიზანი ამ ქმედების,“-აცხადებს გედევან ფოფხაძე. 

სიახლეები

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...

ბათუმი-თბილისის მატარებელი დიდუბესთან ქვეითს დაეჯახა

16 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 8 საათზე, დიდუბესთან ქვეით მგზავრს დაეჯახა მატარებელი, რომელიც ბათუმი-თბილისის რეისს...