მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ენმ-ს...

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე ენმ-ს ორი აქტივისტი დააკვეს

Published on

დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" ორი აქტივისტია დაკავებული – ირმა და ინგა ხაროიშვილების აყვანა ბათუმის პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ მოხდა.გამოიკითხა კიდევ რამდენიმე ადამიანი. პროცესი ბათუმში თითქმის მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ისინი საგამოძიებო უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიის აქტივისტებმა მიღებული შეტყობინების შესახებ დაწერეს.„მეც აღმოვჩნდი ერთ-ერთი ადრესატი ამ გზავნილის. როგორც ჩანს ვიღაცეებს გვაზიან კუდზე და გვისმენენ და გვაკონტროლებენ, თუმცა რატომ ვერ ვხდები. შეკითხვა ჰქონდათ ის, რომ ვინმეს გადავუგზავნე თუ არა, ვისგან მივიღე. სტატუსი კი მქონდა გამოქვეყნებული და კი ვამბობდი სტატუსში, რომ მიუღებელია ასეთი რაღაცა,“-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის” წევრი მამუკა ქობულაძე.დაკითხვებისა და დაკავებების ფაქტს გამოეხმაურა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე. მირდატ ქამადაძის განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ სამართალდამცველებმა კადრების გამავრცელებლები დააკავონ, ის პირები აიყვანეს, რომლებსაც ვიდეომასალა სოციალურ ქსელში დაუდგენელი პირებისგან გაეგზავნათ.

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...