მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ყაზგაზტრანსი არის მაგისი''- ალეკო ელისაშვილი კახი კალაძეს უადგილო ძველბიჭობაში ადანაშაულებს,...

,,ყაზგაზტრანსი არის მაგისი”- ალეკო ელისაშვილი კახი კალაძეს უადგილო ძველბიჭობაში ადანაშაულებს, ის კი თავის მხრივ ალეკო ელისაშვილს პოპულისტსა და დემაგოგს უწოდებს

Published on

ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც 7 ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს, ვიტარების ადგილზე გასაცნობად თბილისის მერი კახა კალაძე მივიდა.
 
„“ინფორმაცია რასაც გვეუბნებიან CO-ს გაჟონვით დაიღუპა, კიდევ ერთი უბედურება დატრიალდა, მინდა მივუსამძიმრო ოჯახებს, ახლობლებს, ძალიან მძიმეა. მე გამიჭირდება ეხლა ვინმეზე რაღაცა ვთქვა, თუ ვინ არის პასუხისმგებელი. პრობლემა არსებობს ამ მიმართულებით. მერიაში მქონდა შეხვედრა მარეგულირებელი კომისიის ხელმძღვანელთან, ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენელთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან და მოვისმინეთ თუ რა ცვლილებებს აპირებენ ამ მიმართულებით, თუ რა რეგულაციების გამკაცრებას აპირებენ. იმიტომ, რომ ყველა ვხედავთ, რომ ამის აუცილებლობა არის. არის შემთხვევები, როდესაც შეიძლება კომპანიის დაუდევრობით ხდებოდეს, არის შემთხვევები, როდესაც შიგნით მცხოვრებლების მხრიდან ხდება გარკვეული დაუდევრობა.''- განაცხადა მერმა ჟურნალისტებთან საუბარში. 
 
აქ მასა და „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს შორის შეკამათება მოხდა, ,, იმ კომპანიას, რომელიც ამ ამბავშია, შენ მოუგვარე  ყველაფერი,"ყაზტრანსგაზის" გენერალური დირექტორი ცუდი მენეჯერია და მკვლელია და ის უნდა გადადგეს“-მიმართა ელისაშვილმა კალაძეს.
 
პაუხად,  ალეკო ელისაშვილის განცხადებით,   კახა კალაძემ მასთან "ძველბიჭობა დაიწყო."
 
„მე ჩემი გულისტკივილი ვუთხარი, მერე კალაძემ რაღაც ძველბიჭობა დაიწყო და მერე მივახვედრე რომ ესე არ უნდა მელაპარაკოს და ვუთხარი რომ აქ არ არის საქმის გასარჩევი ადგილი. უნდა დავდიოდეთ სამძიმრიდან სამძიმრამდე? მაგის სინდისზეა და მაგის ნამუსზეა. "ყაზტრანსგაზი" არის მაგისი. ვეუბნებოდი, რომ გააკეთე საზოგადოებრივი საბჭო. სახლში კი არ უნდა წავიღო ეს საზოგადოებრივი საბჭო, რომ გავიგოთ ეს გაზი როგორ არის და რა არის. თბილისში რომ ხალხი იხოცება ინფრასტრუქტურის გაუმართაობის გამო არის თბილისის მერის  პასუხისმგებლობის საკითხი და "ყაზტრანსგაზი," რომელიც არის კალაძის კომპანია, ბეჟუაშვილის და  მაქაცარიასი არის მკვლელი კომპანია და მაგას ვეუბნებოდი ,“-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა, რომელიც ი ქეთევან წამებულის 67 ნომერში  მომხდარ უბედურ შემთხვევაზე პასუხისმგებლობას თბილისის მერს აკისრებს.
 
კახი კალაძემ თავის მხრივ  ალეკო ელისაშვილის ბრალდებები მის მიმართ პოპულისტურ გამოხდომად შეაფასა. 
 
,,ალეკო ელისაშვილს ”პოპულიზმსა და დემაგოგიას არასდროს ვაპატიებთ.  ეს მე ვაჩვენე 2017 წელს საზოგადოებას და იგივე დამოკიდებულება მექნება. პოპულიზმის დრო საქართველოში არაა, უნდა ვაკეთოთ საქმე“, – განაცხადა მან. 
 
სანამ საქმე კახი კალაძისებურად კეთდება,  ქვეყანაში გაზის გაჟონვით გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევები სწრაფი ტემპით მატულობს.
 
დღეს თბილისი ქეთევან წამებულის გამზირზე #67-ში სავარაუდოდ, მხუთავი აირის CO-ს გაჟონვის შედეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა.
 
 
 

სიახლეები

გუშინ მშვიდად გეძინათ საბა ჯიქიას მიმართ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? – ნიკა კაცია მოსამართლე მჭედლიშვილს

გუშინ მშვიდად გეძინათ გამოტანილი უსამართლო განაჩენის შემდეგ? - ამ სიტყვებით მიმართა სინდისის პატიმარმა, ნიკა...

“პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი” მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს

"პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი" მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს - ჟურნალისტის მხარდამჭერ განცხადებაში ნათქვამია,...

კურსკში მოკლულია რუსი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი სერგეი ილინი

2 ივლისს კურსკში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების მსვლელობისას დაიღუპა 155-ე საზღვაო ფეხოსანთა ბრიგადის მეთაური, რუსი...

გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით ევროკავშირმა უკრაინას $1.2 მილიარდი გადასცა

უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა 10 ივლისს განაცხადა, რომ უკრაინამ ევროკავშირისგან დამატებით 1 მილიარდი ევრო...