მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს, ჰქონდა თუ არა რეალურად ადგილი ეკა ბესელიას პირადი...

ხელისუფლება ეჭვქვეშ აყენებს, ჰქონდა თუ არა რეალურად ადგილი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას, ამასობაში კი სოციალურ ქსელებში ამ კადრების სულ უფრო მზარდი ტირაჟირება ხდება

Published on

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებაზე პრემიერი ისევ დუმს. დღეს ბოლო დროის ყველაზე სკანდალურ საქმეზე საუბარს მთავრობის მეთაურმა თავი აარიდა.
 
მინისტრთა კაბინეტის წევრები კი აცხადებენ, რომ ისინი გამოძიების შედეგებს ელოდებიან. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ამბობს, რომ მისთვის, ისევე როგორც მთავრობის მთლიანი შემადგენლობისთვის, მსგავსი ფაქტები მიუღებელია.
 
„აუცილებელია ობიექტურად დადგინდეს ეს ყველაფერი და ამის შემდეგ შეიძლება უკვე შეფასებების გაკეთება. 2012 წლიდან დაწყებული არაერთხელ დაადასტურა საქართველოს მთავრობამ, რომ ეს მისთვის მიუღებელია. ათასობით ჩანაწერი საჯაროდ განადგურდა და დამოკიდებულება ამ საკითხისადმი არის ერთიანი და ცალსახა რომ ეს არის მიუღებელი,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.
 
„ქართული ოცნების“ საპრალამენტო ფრაქციის თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კახი კალაძის მსგავსად ეჭვქვეშ აყენებს  რეალურად ჰქონდა თუ არა გავრცელებას ადგილი. მისი განცხადებით ჯერ ეს უნდა დადგინდეს და   დადასტურების შემთხვევაში კი გამოძიებამ უნდა დაადგინოს ვის მიერ მოხდა გავრცელება:
 
"პირველ რიგში აუცილებლად უნდა დადგინდეს საერთოდ ჰქონდა თუ არა გავრცელების ფაქტს ადგილი და თუ ასეთი დადასტურდება, გამოძიებას აქვს ვალდებულება, რომ უმოკლეს დროში დაადგინოს ვინ გააკეთა ეს ყველაფერი…
 
იყო კონკრეტული ქეისები, მე შეგნებულად არ დავასახელებ იმ შემთხვევებში დაზარალებულების ვინაობას, როდესაც მართლმსაჯულება განხორციელდა და დამნაშავე პირები დაისაჯნენ. აქედან გამომდინარე, ნუ ვიტყვით, რომ არავინ დასჯილა მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით" განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 
 
,,თუ აქ სიმართლის რაიმე ნიშანწყალი მაინც არის, ცხადია, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური და უკიდურესად აღმაშფოთებელია'' აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი.  
 
"კონკრეტულად ამის შესახებ ჯერჯერობით ცოტაა ცნობილი, მაგრამ თუ აქ რაიმე სიმართლის ნიშანწყალი მაინც არის, ცხადია, რომ ეს აბსოლუტურად არანორმალური და უკიდურესად აღმაშფოთებელია. სრულად, ზედმიწევნით, დეტალურად უნდა იქნას გამოძიებული და უნდა დაისაჯოს ის ხალხი, თუ ასეთი რამ განხორციელდა. მეორე – საზოგადოებაში აბსოლუტურად შეუწყნარებელი დამოკიდებულება უნდა იყოს ამის მიმართ, ხოლო ის თუ საიდან განხორციელდა, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს," – განაცხადა ჟორჟოლიანმა.
 
რაც შეეხება თავად ეკა ბესელიას , იგი   მისი  პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცდლების პასუხად აცხადებს, რომ   მის წინააღმდეგ ბინძური მეთოდებით იბრძვიან, რაზეც ყველა საკადრისს პასუხს მიიღებს.
 
ეკა ბესელია მისი პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, სამომავლო გეგმებზე საუბარს დღეს აპირებს, –  მისი თქმით, დღეს პარლამენტში საკუთარ გეგმებზე ისაუბრებს, თუმცა  არ დაუკონკრეტებია რა დროს გამართავს ბრიფინგს..

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....