მთავარისიახლეებიპოლიტიკაოპოზიცია საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს - მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ითხოვს

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს – მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას ითხოვს

Published on

ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში უმნიშვნელოვანეს ცვლილებებს ითხოვს  მაჟორიტარული არჩევნების გაუქმების შესახებ ოპოზიციის ერთობლივი ინიციატივა საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ხვალ დარეგისტრირდება.
 
ოპოზიციის წარმომადგენლები სპეციალური ბლანკების მიღების შემდეგ, რეგიონებსა და დედაქალაქში მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ხელმოწერების შეგროვებას დაიწყებენ.
 
სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გეგმავენ, საქართველოს მასშტაბით მსოახლეობას აუხსნან თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საარჩევნო კოდექსის ცვლილება და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება:
 
”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია განმარტავს, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრი, გარდა "ქართული ოცნებისა" ერთ პოზიციაზეა და ეს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაა. მისი თქმით თუ ოპოზიცია მიზანს არ მიაღწევს, ეს ხელისუფლებისთვის მძიმე შედეგების მომტანი იქნება.
 
"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ ოპოზიციამ მიაღწიოს ამ პროპორციული სისტემის გამარჯვებას 2020 წელში, ამ სისტემის შეცვლას. თუ ეს ესე არ მოხდა, ძალიან მძიმე შედეგებით დაუბრუნდება ეს ხელისუფლებას,"-აცხადებს პაატა დავითაია.
 
,,სანამ მაჟორიტარი პარაზიტები იქნებიან პარლამენტში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება'' – ამბობს  „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უერთდება ოპოციზიის მოთხოვნას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ.
 
„კონსტიტუციის მიხედვით, 2024 წლიდან ისედაც უნდა ამოქმედდეს პროპორციული სისტემა. ამაზე კონსტიტუციაც, „ქართული ოცნებაც“ და მთელი საქართველო შეთანხმებულები ვართ. აქ საუბარია იმაზე, რომ ამ სისტემის ამოქმედება ადრე უნდა დაიწყოს. კარგად უნდა გავიაზროთ, სანამ მაჟორიტარი პარაზიტები იქნებიან პარლამენტში, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ეს პარაზიტები ხრავენ ამ ქვეყანას და ქვეყნის განვითარებას აფერხებენ. თან პარტიიდან პარტიაში გადადიან და სულ უმრავლესობის მხარეს არიან. არაფერი გვეშველება, სანამ არ ამოვარდებიან საპარლამენტო ცხოვრებიდან მაჟორიტარები. ამ პრინციპზე ყველა უნდა შევთანხმდეთ და „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა გაიაზროს, რომ იმ პარლამენტში ისინი არიან ხალხის მხარდაჭერით დასკუპებულები. ხალხმა როგორც შეიყვანა, ისევე გამოყრის, თუ არ წავიდნენ ამ ცვლილებაზე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....