მთავარისიახლეებიპოლიტიკაბურჯანაძე: ენმ-ს ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, დღევანდელი ხელისუფლება რამეს აკეთებს?

ბურჯანაძე: ენმ-ს ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, დღევანდელი ხელისუფლება რამეს აკეთებს?

Published on

“"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლება უფრო ეფექტური იყო, როგორც ძალიან ბევრ ცუდში, ასევე კარგშიც, რაც კეთდებოდა. დღეს ხელისუფლება რეალურად რამეს აკეთებს?  – განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ .
 
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი დაბალია, კორუფციაც არის და არაგამჭვირვალე ტენდერებიც ტარდება.
 
„ნეპოტიზმიც არის, სამწუხაროდ, კორუფციაც არის, არაგამჭვირვალე ტენდერებიც არის, დემოკრატიის ხარისხიც ძალიან დაბალია და ძალიან ბევრი სხვა რამ/
 
წინა ხელისუფლებას თუ შეადარებ, მითუმეტეს ვერ შეაფასებ ამ ხელისუფლების მუშაობას, როცა მოსახლეობა უმუშევრობაზე ლაპარაკობს, როცა სოციალურ სიდუხჭირეზე საუბრობს, როცა ჩვენ ვხედავთ გალის მოსახლეობის ღაღადს, ერთი თვეა გალის მოსახლეობა აბსოლუტურად უპატრონოდაა მიტოვებული და ხელისუფლების მხრიდან ერთი განცხადებაც არ გაკეთებულა ამასთან დაკავშირებით, არათუ, რამე ნაბიჯი არ გადადგმულა. რომელ ეფექტურ ხელისუფლებაზე ვლაპარაკობთ?! ”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
 
 
 

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....