მთავარისიახლეებისაზოგადოებალუკა ჩხეტიას დედ- მამა პროკურატურასთან აქციის დასრულების შემდეგ შიმშილობას იწყებენ

ლუკა ჩხეტიას დედ- მამა პროკურატურასთან აქციის დასრულების შემდეგ შიმშილობას იწყებენ

Published on

„დონბასის“ წევრის ლუკა ჩხეტიას ოჯახი საქართველოს პროკურატურასთან შიმშილობის დაწყებას აპირებს. ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით უკვე გაემგზავრნენ ჩხეტიას ოჯახის წევრები,ომის ვეტერანები და მისი თანამოაზრეები.ისინი თბილისში,მთავარ პროკურატურასთან აქციას გამართავენ. ოჯახის წევრების ინფორმაციით, დღევანდელი აქცია არის გამაფრთხილებელი,ხოლო მომდევნო იქნება ფართომასშტაბიანი. როგორც“პრაიმტაიმს“ ლუკა ჩხეტიას მამა სერგო ჩხეტია უცხადებს,დაახლოებით 100 კაცის შემადგენლობით გაემგზავრნენ დედაქალაქისკენ. „ იქ შემოგვიერთდებიან ომის ვეტერანები და მებრძოლები და ჩვენ ლუკას დედ-მამა ვიწყებთ შიმშილობას,, – განაცხადა სერგო ჩხეტიამ. გამაფრთხილებელ აქციას ასევე უერთდებაინ ბატალიონ „დონბასის“ თბილისში დაკავებული უკრაინელი მებრძოლების ოჯახის წევრები და მეუღლეებიც. ისინი მათი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართავენ ამერიკის საელჩოს,დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს და საერთაშორისო თანამეგობრობას. აქციის დასრულების შემდეგ კი ლუკა ჩხეტიას მშობლები პროკურატურასთან შიმშილობას დაიწყებენ.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....